"მენავთობეთა" გუნდმა მწვრთნელი ტარლან ახმედოვი გადააყენა და მის ნაცვლად ქეცბაიას დანიშვნა უნდა.
"ნეფტჩი" უკვე აწარმოებს თემურთან მოლაპარაკებას და მისგან ამ დღეებში ელის პასუხს.
ქეცბაიამ შარშან "ორენბურგი" დატოვა და მას შემდეგ მრავალი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მუშაობას კვიპროსში, ისრაელში ან პოლონეთში გააგრძელებდა.
ქეცბაიამდე "ნეფტჩიმ" მწვრთნელობა რუმინელ მარიუს შუმუდიკეს შესთავაზა, მაგრამ მან განაცხადა, რომ ორი თურქული კლუბი აწარმოებს მასთან მოლაპარაკებას, ფინანსურად არ უჭირს და აზერბაიჯანელები და სპარსეთის ყურის ორი გუნდი უარით გაისტუმრა.