აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით უკრაინული მედია ყოფილ უკრაინელ ფეხბურთელსა და ამჟამად მწვრთნელს, მირონ მარკევიჩს ესაუბრა.
"ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველოს ვეთამაშებით. ჩვენს ქვეყნებს საკმაოდ ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
ზამთარში ჩვენი გუნდი იმყოფებოდა თბილისში და დავით პეტრიაშვილის ხსოვნის ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ახლა კი გადავწყვიტეთ, მატჩი ლვოვში ჩავატაროთ.
იმედი მაქვს, გულშემატკივრები ამ შეხვედრიდან დიდ სიამოვნებას მიიღებენ. მატჩში მონაწილეობას მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი ყოფილი ფეხბურთელები მიიღებენ.
საქართველომ ცოტა ხნის წინ ომი გადაიტანა,
საქართველოს ვეტერანებში საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჰყავს და ამიტომ რთულ შეხვედრას ველი. ჯერჯერობით ვერ გეტყვით გუნდების შემადგენლობებს, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მატჩში მონაწილეობას ყველასთვის ნაცნობი სახეები მიიღებენ", - აღნიშნა მარკევიჩმა.