"საქართველომ ცოტა ხნის წინ ომი გადაიტანა, ჩვენ კი ახლა ვიბრძვით... ეს მატჩი მხარს მშვიდობას უჭერს"

AutoSharing Option
16 ივნისს ქართველი და უკრაინელი ვეტერანი ფეხბურთელები ლვოვში ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით უკრაინული მედია ყოფილ უკრაინელ ფეხბურთელსა და ამჟამად მწვრთნელს, მირონ მარკევიჩს ესაუბრა.

"ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველოს ვეთამაშებით. ჩვენს ქვეყნებს საკმაოდ ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

ზამთარში ჩვენი გუნდი იმყოფებოდა თბილისში და დავით პეტრიაშვილის ხსოვნის ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ახლა კი გადავწყვიტეთ, მატჩი ლვოვში ჩავატაროთ.

იმედი მაქვს, გულშემატკივრები ამ შეხვედრიდან დიდ სიამოვნებას მიიღებენ. მატჩში მონაწილეობას მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი ყოფილი ფეხბურთელები მიიღებენ.

საქართველომ ცოტა ხნის წინ ომი გადაიტანა,
ჩვენ ახლა ვიბრძვით. ამიტომ ეს მატჩი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ის მხარს უჭერს მშვიდობას და ერთიანობას.

საქართველოს ვეტერანებში საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჰყავს და ამიტომ რთულ შეხვედრას ველი. ჯერჯერობით ვერ გეტყვით გუნდების შემადგენლობებს, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მატჩში მონაწილეობას ყველასთვის ნაცნობი სახეები მიიღებენ", - აღნიშნა მარკევიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული