ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 19 ივნისს, ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე მოლდოვური "შერიფი" გახდა.

"შერიფი" - მოლდოვის ქალაქ ტირასპოლის გუნდია. ის ადგილობრივ პირველობაზე ჩემპიონი გახდა. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 10.40 მილიონ ევროს შეადგენს.

პირველი მატჩები 10/11 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 17/18 ივლისს. "ტორპედო" პირველ შეხვედრას შინ გამართავს.

altკახა ჩხეტიანი: ერთი სიტყვით, "შერიფი" რთული მეტოქეა!

altვის შეხვდებიან ქართველი ლეგიონერების კლუბები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე

მკითხველის კომენტარები / 15 /
მგონი დინამოს აქვს მოგებული ადრე შერიფისთვის, გახსოვთ ვინმეს რამე?
Kartveli
01:26 20-06-2018
0
შერიფის თუ შეშინდი, საერთოდ არ უნდა ითამაშო! უნდა მოუგონ!
მერაბი
15:32 19-06-2018
8

სიახლეები პოპულარული