სოსო ფრუიძე: თავი არასდროს შეგვირცხვენია და ჩვენსას გავაკეთებთ, მაგრამ...

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ Sportall.ge-სთან მეტოქეზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის "ჩიხურა" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ებრაულ "ბეითარს" დაუპირისპირდება.

"ძალიან ძლიერი მეტოქე შეგვხვდა. თამაშამდე დრო კიდევ გვაქვს, რომ ამ გუნდის პლუსები და მინუსები შევისწავლოთ.

არასდროს შეგვირცხვენია თავი და ჩვენსას გავაკეთებთ, მაგრამ ფაქტია, რომ "ბეითარი" ძლიერი გუნდია.

გასვლის შანსები, რა თქმა უნდა, ჩვენს მეტოქეს უფრო მეტი აქვს. ადრეც ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩვენს მოწინააღმდეგეს უფრო მეტი შანსი ჰქონია, მაგრამ ჩვენ გავსულვართ. ასე რომ,
ვნახოთ, რა იქნება.

გუნდის გაძლიერება? ფეხბურთელების დამატებას სჭირდება ფული, რომელიც ჩვენ არ გვაქვს და გუნდი ევროპის ლიგაზეც ამ შემადგენლობით გამოვა", - აღნიშნა ფრუიძემ.

altჩვენი საჩხერე და ჩვენი ფრუიძე - ევროთასები ახლოვდება, მზადაა "ჩიხურა"?

მკითხველის კომენტარები / 11 /
დაფინანსება აქვთ, მაგრამ მერე არ დარჩებათ ფული, ესაა ამ სისტემის მინუსი. უნდა შეიცვალოს ასე გაგრძელება არ შეიძლება. ყველაზე დაბალი დონეა ჩვენ ლოგაში
კობ
21:13 21-06-2018
0
ტრანსფერების გარეშე სოსო ბატონო ძალიან გაგიჭირდებათ! გადაეცით ხელმძღვანელობას. ფული არ გვაქვს ეს რა უბედურებაა?! გორის დილაც თქვენნაირად არ ფინანსდება? იმას თუ შეუძლია რიბეირო და ფორტესის დონის ლეგიონერები ჩამოიყვანოს, თქვენ გძინავთ????
ადმინ გააუქმეთ რა ეს "მე არ ვარ რობოტიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!
georgian
17:22 21-06-2018
0

სიახლეები პოპულარული