02:57 27-06-2018
გაიხსნა თენგიზ სულაქველიძის განახლებული აკადემია [VIDEO]
AutoSharing Option
გაწეული სამუშაოების შედეგად, თენგიზ სულაქველიძის აკადემიას ახალი, სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი აქვს. აკადემიის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, აკადემიის ხელმძღვანელი თენგიზ სულაქველიძე, მოწვეული სტუმრები და აკადემიის ფეხბურთელები დაესწრნენ.
ლევან კობიაშვილმა სტუმრებსა და მომავალ ფეხბურთელებს აკადემიის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ აკადემიის განახლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტრატეგიული პროექტია, რადგან ეს ცვლილებები ქვეყანაში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიმართულებით განხორციელებული წინსვლაა.
ქალაქის მერმა კახა კალაძემ პროექტის მნიშვნელობა აღნიშნა და აკადემიის ბავშვებს წარმატებები უსურვა:
„მიხარია, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა შეემატა ქართულ ფეხბურთს. ჩვენ დავიწყეთ სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მინდა, რომ ამ ინციატივაში ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი... რაც შეეხება ამ ინფრასტრუქტურას, ეს ხელს უწყობს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას, რომელიც ერთერთი ყველაზე პოპულარული სპორტია. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას ამ ინიციატივისთვის და ჩვენ - ქალაქის მერია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნას!“
მომავალ ფეხბურთელებს და აკადემიის ხელმძღვანელს წარმატება უსურვეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა და ჯამლეტ ხუხაშვილმა. თენგიზ სულაქველიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის, პროექტის განხორციელებისთვის და მომავალი თაობების აღსაზრდელად მზადყოფნა გამოთქვა.
ამ ეტაპზე, თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში 200-მდე ბავშვი ავრჯიშობს ფეხბურთში. აკადემიას ფეხბურთის ფედერაციისაგან საჩუქრად ბურთები და საფეხბურთო ინვენტარი გადაეცა.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული