კახა ჩხეტიანი: ლამაზი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და შემდეგ ეტაპზე გასვლას შევეცადოთ

AutoSharing Option
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" ტირასპოლის "შერიფს" მასპინძლობს. შეხვედრის წინ პრეს-კონფერენციაზე გუნდის მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა შემდეგი განაცხადა:

"ვფიქრობ, გუნდი თამაშისთვის მზადაა. ჩვენმა ოთხმა ფეხბურთელმა ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობენ. 7 ფეხბურთელი დავიმატეთ, სავარაუდოდ კიდევ 1 დაგვემატება. ვიზის გამო ვერ მოხერხდა მისი ჩამოყვანა. თავდამსხმელია.

უკვე იმაზე საუბარს, რომ მათი ადრე დამატება იყო საჭირო, აზრი არა აქვს. ლამაზი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და შემდეგ ეტაპზე გასვლას შევეცადოთ. გულშემატკივარს ჩვენი მოპატიჟება არ სჭირდება, რა ტიტულებიც მოვიგეთ,
მათი დამსახურებაა, დარწმუნებული ვარ, გაივსება სტადიონი და გულშემატკივრები საყვარელ გუნდს მხარს დაუჭერენ. გვინდა ქომაგები გავახაროთ".

alt"შერიფის" ფეხბურთელები ქუთაისში სიცხემ შეაწუხა, მაგრამ გოლის გატანის იმედი აქვთ


მკითხველის კომენტარები / 3 /
კახა, მოიგეთ და თამაში არ იყო ლამაზიო, არავის წამოცდება, დამიჯერე
კოტე
09 ივლისი 2018 22:38
1
ეხლა აზრი არ აქვს მაგრამ როცა აზრი ჰქონდა მაგაზე ლაპარკს მაშინ გელაპარაკათ და დაგემატებინათ ფეხბურთელები. ტრენჩინზე უარესს დაგმართებენ და მერე ისწავლით ჭკუას, ალბათ))
Tbiliseli
09 ივლისი 2018 22:55
4
თამაში მოიგეთ და თუ ლამაზი თამაში არ იქნება მე დამაბრალეთ. ოღონდ მოიგეთ და გაგვახარეთ მოგებით.
roma
10 ივლისი 2018 11:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული