"შერიფის" ფეხბურთელები ქუთაისში სიცხემ შეაწუხა, მაგრამ გოლის გატანის იმედი აქვთ

AutoSharing Option
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" ტირასპოლის "შერიფს" მასპინძლობს. სტუმართა გუნდი გვიან ღამიშ ჩავიდა ქუთაისში, დღეს კი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის მედიადარბაზში პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც გუნდის მთავარი მწვრთნელი გორან საბრიჩი და კაპიტანი მატეო სუსიჩი დაესწრნენ.

გორან საბრიჩი: "მოხარულები ვართ საქართველოში ჩამოსვლით. აქ ძალიან კარგად დაგვხვდნენ, რისთვისაც მადლობას ვუხდით.

შევისწავლეთ მეტოქე. "ტორპედო" ძლიერი გუნდია, რომელსაც ბურთის კონტროლი უყვარს. ვფიქრობ, ამ შეხვედრისთვის სათანადოდ მოვემზადეთ და ხვალ თავს კარგად წარმოვაჩენთ. პირველ მატჩში შანსებს თანაბრად შევაფასებდი.

წინა წელს ევროპალიგის ჯგუფური
ეტაპი ვითამაშეთ, ახლა კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც ვითამაშოთ.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ძალიან ცხელა, თუმცა მიუხედავად ამისა ბოლომდე ბროლას ვაპირებთ. ყველაფერი ორი მატჩის ჯამში გადაწყდება და დიდი იმედი მაქვს, ხვალ გოლის გატანას შევძლებთ".

მატეო სუსიჩი: "ცხელა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ. მიზანი, როგორც მთავარმა მწვრთნელმა თქვა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრაა, შესაბამისად, "ტორპედოსთან" შეხვედრას სრული სერიოზულობით ვეკიდებით. ვეცდებით, გოლი გავიტანოთ, რაც მეორე მატჩში დასახული ამოცანის მიღწევაში დაგვეხმარება."

მომზადებულია "ტორპედოს" ფეისბუქის გვერდის მიხედვით

altკახა ჩხეტიანი: ლამაზი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და შემდეგ ეტაპზე გასვლას შევეცადოთ

altროინ კვასხვაძე: ქუთაისში სასურველ შედეგს მივაღწევთ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული