როინ კვასხვაძე: ქუთაისში სასურველ შედეგს მივაღწევთ

AutoSharing Option
"შერიფთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ კომენტარი "ტორპედოს" კაპიტანმა, როინ კვასხვაძემ გააკეთა.

"ვიცით, ძალიან რთული თამაში გველის და ვემზადებით. გუნდში საბრძოლო განწყობაა, გვყავს რამდენიმე ახალწვეული... ისინი სათანადოდ გაგვაძლიერებენ და გუნდის წარმატებაში თავის წვლილს შეიტანენ.

ვფიქრობ, ამ გუნდების დაპირისპირებაში ყველაფერს მეორე მატჩი გადაწყვეტს, პირველში კი, რომელიც ქუთაისში ტარდება, ჩვენთვის სასურველ ანგარიშს მივაღწევთ...

გულშემატკივრებს მოვუწოდებ, მოვიდნენ სტადიონზე და გვერდში დაგვიდგნენ... მათი როლი ჩვენს წარმატებაში ყოველთვის დიდი იყო და ახლაც ასე იქნება. წარმატების მისაღწევად თავს არ დავზოგავთ!"

alt"შერიფის" ფეხბურთელები ქუთაისში

სიცხემ შეაწუხა, მაგრამ გოლის გატანის იმედი აქვთ



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული