სამტრედია VS ტობოლი - შევეცდებით, თავი არ შევირცხვინოთ

AutoSharing Option
დღეს, 10 ივლისს, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, "სამტრედია" ყაზახურ "ტობოლს" დაუპირისპირდება.

შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "სილქ უნივერსალი" წარმოადგენს.

სერგი პოგორილი, დავით კუპატაძე, გიორგი გურული, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი ჯგერენაია, დმიტრი ულიანოვი, ჯაბა ლიპარტია, ოლეგ მამასახლისი, ავთო ენდელაძე, გიორგი ფანცულაია, თამაზ მაქაცარია, ლაშა კუჭუხიძე - ეს იმ ფეხბურთელების სიაა, რომლებიც კლუბს "ტობოლთან" შეხვედრამდე დაემატნენ.

"ტობოლთან" შეხვედრამდე კლუბში დროებით გია ცეცაძეც დაბრუნდა, რომელსაც საკმაოდ რთული ვითარების ფონზე მოუწევს გუნდის გაძღოლა. თუმცა ნამდვილად
სასიხარულოა, რომ ის იქნება მთავარი მწვრთნელი, რადგან მას ნამდვილად ძალუძს, თუნდაც ტაქტიკური თვალსაზრისით, ფეხბურთელები მეტოქეზე უკეთესად განაწყოს.

მისი ფაქტორი პრესკონფერენციაზე ნიკა კვეკვესკირმაც აღნიშნა - ფაქტია, ამ შეხვედრაში გუნდის მთავარი ძალა არა რომელიმე ფეხბურთელი, არამედ გია ცეცაძე იქნებაო.

alt"ტობოლი" "სამტრედიის" სიურპრიზებს უფრთხის

იმერულ გუნდში ფეხბურთელების შეთამაშებას რომ თავი დავანებოთ, სამწუხაროდ, "ტობოლის" დონე გაცილებით აღემატება "სამტრედიისას". ის რად ღირს, მეტოქე გუნდში საქართველოს ნაკრების ორი გამორჩეული ფეხბურთელი თამაშობს: ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი.

ერთადერთი მცირე უპირატესობა, რაც იმერლებს ექნებათ, ის არის, რომ მეტოქემ მიახლოებითაც არ იცის, "სამტრედია" რა ფეხბურთს ითამაშებს. იმერულ გუნდს ამ შემადგენლობით არასდროს უთამაშია.

მეტოქე
კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 10.10 მილიონი ევროა. ყაზახურ გუნდში 7 ლეგიონერი თამაშობს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ყაზახი ვლადიმირ ნიკიტენკოა, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა ყაზახურ გუნდს წვრთნიდა.

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ქართველი ჯაბა კანკავაა, რომელიც მილიონ ევროდ არის შეფასებული, რაც შეეხება ნიკა კვეკვესკირს, მისი ფასი - 700 000 ევროა.

მიმდინარე სეზონში კლუბის ბომბარდირი 30 წლის ფორვარდი ტანატ ნუსერბაიევია, რომელსაც 5 გოლი აქვს გატანილი.

კლუბის მეკარე უკრაინელი დმიტრი ნეპოგოდოვია, რომელმაც 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაუშვა.






altგია ცეცაძე: წაგებას არ ვაპირებთ. ისე, გერმანიაც არ ფიქრობდა თუ კორეასთან დამარცხდებოდა

მოლოდინი
გია ცეცაძე ირწმუნება, რომ შეეცდებიან, თავი არ შეირცხვინონ და მეტოქეს არაფერს დაუთმობენ. ჩვენც ვიმედოვნოთ, რომ მატჩის სცენარი ქართული ფეხბურთის სასარგებლოდ განვითარდება. სამწუხარო რეალობაა, რომ ყაზახურმა საკლუბო ფეხბურთმა კარგა ხანია გაგვისწრო, ჩვენ კი წინსვლის ნაცვლად დიდი რეგრესი განვიცადეთ და მეტოქე ზემოდან დაგვცქერის.






altsports.kz: "ტობოლმა" "სამტრედიის" ბარიერი უპრობლემოდ უნდა გადალახოს

შეხვედრაზე დასწრება უფასოა. საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ სამტრედიიდან ქომაგები მოდიან, თუმცა ძალიან კარგი იქნება, რომ ამ გაჭირვების ჟამს თბილისში მყოფ ადამიანებსაც გამოეჩინათ მხარდაჭერა და ქართულ ფეხბურთს ერთად დადგომოდნენ გვერდში.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამდენი ფეხბურთელი თუ დაიმატა სამტრედიელებმაც არ ვიცოდით იმ უნიათოებს ესენი ჯობს მარა ახლა ამათი შეთამაშება არ ვიცი როგორ იქნება ერთადერთი ნათელი წერტილი ცეცაა.
samtredski
12:38 10-07-2018
1
სამტრედიის თამაშის ყურება კი არა მსოფლიო ჩემპიონატის ზოგიერთი მატჩის ყურება იყო მოსაბეზრებელი, ჰე უქომქგეთ ახლა და მოუგეთ ტობოლს თუ გაქვთ ამის ძალა
gegi
11:58 10-07-2018
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული