"სამტრედია" პირველ ტაიმში "ტობოლს" დაუზავდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის პირველი ტაიმი "სამტრედიასა" და "ტობოლს" შორის უგოლოდ დასრულდა.

გადახალისებულმა "სამტრედიამ" თავიდანვე შეუზღუდა სამოქმედო არეალი მეტოქეს, გასაქანი არ მისცა და მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა დებიუტში მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. პირველი დარტყმა კი სტუმრებმა 34-ე წუთზე განახორციელეს - კანკავას გოლის გატანა პოგორილიმ არ დაანება.

მოკლედ, გაუსაძლის სიცხეში მეტად ულამაზო თამაში ვიხილეთ, რომელიც დაბალ ტემპში მიმდინარეობდა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
სამტრედია - ტობოლი 0:0

სამტრედია: პოგორილი, გურული, მამასახლისი, გი, მაქაცარაია, ბაჩიაშვილი, ფანცულაია, ჩაჩუა,
ფატიჩი, გოგიაშვილი, ენდელაძე

ტობოლი: ნეპოგოდოვი, კასაი, ზულპა, დმიტრიენკო, მიროშნიჩენკო, კანკავა, კვეკვესკირი, ფედინი, ნუსერბაიევი, ტურისბეკი, ნურგალიევი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული