გადახალისებულმა "სამტრედიამ" თავიდანვე შეუზღუდა სამოქმედო არეალი მეტოქეს, გასაქანი არ მისცა და მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა დებიუტში მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. პირველი დარტყმა კი სტუმრებმა 34-ე წუთზე განახორციელეს - კანკავას გოლის გატანა პოგორილიმ არ დაანება.
მოკლედ, გაუსაძლის სიცხეში მეტად ულამაზო თამაში ვიხილეთ, რომელიც დაბალ ტემპში მიმდინარეობდა.
თბილისი. "მიხეილ მესხი"
სამტრედია - ტობოლი 0:0
სამტრედია: პოგორილი, გურული, მამასახლისი, გი, მაქაცარაია, ბაჩიაშვილი, ფანცულაია, ჩაჩუა,
ტობოლი: ნეპოგოდოვი, კასაი, ზულპა, დმიტრიენკო, მიროშნიჩენკო, კანკავა, კვეკვესკირი, ფედინი, ნუსერბაიევი, ტურისბეკი, ნურგალიევი