საჩხერის "ჩიხურა" დღეს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება და "მიხეილ მესხზე" ისრაელის კლუბ "ბეითარს" დაუპირისპირდება.
შეხვედრის დაწყებამდე Sportall.ge "ჩიხურას" ბოსნიელ მეკარე დინო ჰამზიჩს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.
"ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში და ყველაფერს ვიზამთ, რომ იერუსალიმში განმეორებითი თამაშის წინ ჩვენთვის სასარგებლო ანგარიში დავაფიქსიროთ.
ჩვენი გუნდი მზადაა და დარწმუნებული ვარ, თითოეული ფეხბურთელი მოედანზე მაქსიმუმს გაიღებს.
ყველა ფეხბურთელი მატჩისთვის გულითადად და მონდომებით ემზადება. "ბეითარის" შეხვედრის ვიდეოებს ვუყურეთ და იმედი გვაქვს, ეს მატჩში წაგვადგება.
2-რაუნდიან დაპირისპირებაში გასვლის შანსი? ყველაფერი ჩვენს ხელთაა. უნდა ვითამაშოთ ჭკვიანურად, გავიღოთ მაქსიმუმი. ამის შემდეგ შედეგიც მოვა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსიც გვექნება", - აღნიშნა ჰამზიჩმა.
ჩვენი საჩხერე და ჩვენი ფრუიძე - ევროთასები ახლოვდება, მზადაა "ჩიხურა"?