სოსო ფრუიძე: მსაჯებმა გარკვეულ მომენტებში საკამათო გადაწყვეტილებები მიიღეს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საჩხერის "ჩიხურასა" და იერუსალიმის "ბეითარს" შორის 0:0 დასრულდა. მატჩის შესახებ პრესკონფერენციაზე სოსო ფრუიძემ ისაუბრა.

- არ იქნება ჩემგან მართებული მსაჯებზე საუბარი. თუმცა ვფიქრობ, მათ გარკვეულ მომენტებში საკამათო გადაწყვეტილებები მიიღეს.

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი მოგება იყო და დღევანდელ მატჩში თითქმის ყველა რესურსი გამოვიყენეთ, რათა შეტევა გაგვეძლიერებინა.

მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ახალგაზრდა ფეხბურთელებით - რევაზ ჩიტეიშვილისა და ირაკლი ბუღრიძის თამაშით, რომლებმაც ევროტურნირების საკვალიფიკაციო მატჩში პირველად ითამაშეს და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

"ჩიხურა" არ არის გუნდი, რომელიც მეორე ნომრად თამაშობს, ამიტომ განმეორებით შეხვედრაში, ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება და
გოლების გატანას შევეცდებით.

alt"ჩიხურასა" და "ბეითარის" მატჩი უგოლოდ დასრულდა

alt"ჩიხურასა" და " ბეითარის" ქომაგს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე ებრაელი ფანი [PHOTO]


მკითხველის კომენტარები / 6 /
როგორც ყოველთვის მსაჯებმა დაგვწვეს თორემ იმას ვიზამდითო, ან ნამეტანი სიცხეა ან კიდევ უამინდობა გიშლით ხელს, კი მაგრამ სხვა გუნდები როგორ თამაშობენ? ეგ არის სუსტი გუნდის წუწუნი (თავს ზევით გზა არაა და რა ჰქნან საწყლებმა)
terenti
19 ივლისი 2018 19:06
0
კაით რა ამ მწვრთნელისგან მეტს რას ითხოვთ? შემადგენლობა ყავს ძალიან დაბალი დონის , კიდევ კარგად ათამაშა გუნდი ... კლუბების მფლობელებს და მართველებს მოკითხედ არაფრის მაქნისი კონტიგენტიდან, რომ უნდათ შედეგის დადება ...
დათო რუსთავიდან
14 ივლისი 2018 13:06
0
რა მსაჯები, რის მსაჯები, სირცხვილით ხმას როგორ იღებთ, ანტიფეხბურთი ითამაშეთ, თქვენს ადგილას წავიდოდი ფეხბურთიდან მწვრთნელიან-ფეხბურთელიანად. არა გრცხვენიათ? რას გავდა თქვენი არსებობა სტადიონზე. სამარცხვინოები ხართ, თანაც ამბიციები და პრეტენზიები გაქვთ... არაფერი არ გეშველებათ, წადით ფეხბურთიდან. სირცხვილია...
გიორგი
13 ივლისი 2018 11:55
8
დამიჯერეთ ასეთი თამაში ჯობია თავის შერცხვენა შარშანდელის მსგავსად. შარშან 0.65 ქულა მივიღეთ ევროთასებიდან წელს უკვე გვაქვს 2 ქულაზე მეტი. ამიტომ შედეგი მთავარია ვიდრე თამაში ამ შემთხვევაში.
roma
13 ივლისი 2018 10:58
0
რაგინდა ძმაო მაგარი მიღწევაა
rene
19 ივლისი 2018 19:03
0
არავითარი პირადი ამ კაცის მიმართ,პირიქით,პატარა რო ვიყავი მახსოვს ამ კაცის კაი თამაში ქუთაისში და კაი მცველიც იყო,მარა...იგი არ მომწონს რო როგორც მწვრთნელი,სულ დაცვითი თამაშიდან აქ გაკეთებული აქცენტი მის გაწვრთნილ გუნდებს და შედეგზე ჩალიჩობს..კაი დაგემართოს კაია მარა...ი შედეგიც რო არაა მთლათ ნამეტანი გლახა საყურებელია ამფერი თამაში.
qutaisi
13 ივლისი 2018 01:05
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული