
22 წლის ნახევარმცველი ნიკა ხორხელი "სამგურალიდან" იერუსალიმის "ბეითარში" გადავიდა.
ნიკა ხორხელი "ბეითარში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს და შემდეგ იერუსალიმურ კლუბს მისი გამოსყიდვა შეეძლება.
ნიკამ გასულ სეზონში ევროვნული ლიგის 34 მატჩში 6 გოლი გაიტანა. "ბეითარი" 20 ტურის შემდეგ ჩემპიონატზე მეცხრე ადგილზეა და 10 თებერვალს ჰაიფას "მაკაბის" უმასპინძლებს.