სოსო ფრუიძე: მსაჯებმა გარკვეულ მომენტებში საკამათო გადაწყვეტილებები მიიღეს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საჩხერის "ჩიხურასა" და იერუსალიმის "ბეითარს" შორის 0:0 დასრულდა. მატჩის შესახებ პრესკონფერენციაზე სოსო ფრუიძემ ისაუბრა.

- არ იქნება ჩემგან მართებული მსაჯებზე საუბარი. თუმცა ვფიქრობ, მათ გარკვეულ მომენტებში საკამათო გადაწყვეტილებები მიიღეს.

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი მოგება იყო და დღევანდელ მატჩში თითქმის ყველა რესურსი გამოვიყენეთ, რათა შეტევა გაგვეძლიერებინა.

მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ახალგაზრდა ფეხბურთელებით - რევაზ ჩიტეიშვილისა და ირაკლი ბუღრიძის თამაშით, რომლებმაც ევროტურნირების საკვალიფიკაციო მატჩში პირველად ითამაშეს და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

"ჩიხურა" არ არის გუნდი, რომელიც მეორე ნომრად თამაშობს, ამიტომ განმეორებით შეხვედრაში, ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება და
გოლების გატანას შევეცდებით.

alt"ჩიხურასა" და "ბეითარის" მატჩი უგოლოდ დასრულდა

alt"ჩიხურასა" და " ბეითარის" ქომაგს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე ებრაელი ფანი [PHOTO]


მკითხველის კომენტარები / 6 /
როგორც ყოველთვის მსაჯებმა დაგვწვეს თორემ იმას ვიზამდითო, ან ნამეტანი სიცხეა ან კიდევ უამინდობა გიშლით ხელს, კი მაგრამ სხვა გუნდები როგორ თამაშობენ? ეგ არის სუსტი გუნდის წუწუნი (თავს ზევით გზა არაა და რა ჰქნან საწყლებმა)
terenti
19:06 19-07-2018
0
კაით რა ამ მწვრთნელისგან მეტს რას ითხოვთ? შემადგენლობა ყავს ძალიან დაბალი დონის , კიდევ კარგად ათამაშა გუნდი ... კლუბების მფლობელებს და მართველებს მოკითხედ არაფრის მაქნისი კონტიგენტიდან, რომ უნდათ შედეგის დადება ...
დათო რუსთავიდან
13:06 14-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული