პირველი წრის დასრულების შემდეგ ბოლნისის "სიონი" მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა და ფეხბურთელებმა ცოტნე სამუშიამ, ლაშა ჯაფარიძემ, გიორგი ჭეიშვილმა და მიხეილ მუჯრიშვილმა დატოვეს.
კლუბმა მათ გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
"სიონს" გორის "დილასა" და ქობულეთის "შუქურას" ყოფილი მწვრთნელი, თემურ შალამბერიძე ჩაუდგა სათავეში.