ქუთაისის "ტორპედო" ტირასპოლში "შერიფთან" მატჩამდე 3 დღით ადრე ჩაფრინდა და მზადებას შეუდგა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" თადარიგი დაიჭირა და "შერიფთან" ჩემპიონა ლიგის პირველი ეტაპის განმეორებითი მატჩისათვის მოსამზადებლად ტირასპოლში 3 დღით ადრე ჩაფრინდა.

კლუბის ხელმძღვანელობის გადადგმული ეს ნაბიჯი მისასალმებელია, რადგან გუნდი ადაპტაციას (მათ შორის კლიმატურს - სინოპტიკოსების ცნობით, თამაშის დღეს ტირასპოლში ტემპერატურა 27 გრადუსი იქნება და იწვიმებს) გაივლის და შეხვედრისთვის სათანადოდ მოემზადება.

გუნდმა დღეს უკვე ივარჯიშა და ფეხბურთელების განწყობა საბრძოლოა.

შეგახსენებთ, "ტორპედომ" მეტოქე სახლში 2:1 დაამარცხა, საპასუხო შეხვედრა კი ტირასპოლის 13 460-იან სტადიონზე 18 ივლისს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ჩემპიონს!
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბიჭებო,თქვენც კარგად იცით, იმარჯვებს ის ვიც იბრძვის მთელი თამაშის განმავლობაში, დამატებით დროსტან ერთად, მსაჯის საფინალო სასტვენამდე. თქვენც ამას გისურვებთ.
გიზოგ
11:41 16-07-2018
0
ტორპედო, იტორპედე!
ქუთაისელი
10:23 16-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული