18 ივლისს, 21:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, მოლდოვის ქალაქ ტირასპოლში ქუთაისის "ტორპედო" ადგილობრივ კლუბ "შერიფს" დაუპირისპირდება.
როგორც "საზოგადოებრივ მაუწყებელში" განგვიცხადეს, მოლდოვური მხარე მატჩის ტრანსლირებას არ აპირებს და შესაბამისად, სიგნალის მოწოდების გარეშე პირდაპირი ეთერის გაკეთებას ვერ შეძლებენ.
შეგახსენებთ, პირველი მატჩი ქუთაისში "ტორპედოს" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
Sportall.ge შეეცდება, ლაივსტრიმის არსებობის შემთხვევაში, ბმული მატჩის დაწყების წინ შემოგთავაზოთ.
არის! ქუთაისის "ტორპედომ" ტირასპოლის "შერიფი" დაამარცხა [VIDEO]
10-ბალიანი სისტემა: "ტორპედოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
ქუთაისის "ტორპედო" ტირასპოლში "შერიფთან" მატჩამდე 3 დღით ადრე ჩაფრინდა და მზადებას შეუდგა