კახა ჩხეტიანი: მთელი გუნდით დაცვაში ჩადგომას არ ვაპირებთ

AutoSharing Option
18 ივლისს საღამოს 21:00 საათზე ტირასპოლში, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ტირასპოლში "ტორპედო" "შერიფს" დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ მომავალ მატჩთან დაკავშირებით, ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ისაუბრა.

- ხვალინდელი შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდის უკლებლივ ყველა წევრს გათვიცნობიერებული აქვს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხვალინდელი მატჩი ჩვენი ქვეყნისთვის.

- ტირასპოლში 4 დღით ადრე ჩამოხვედით, როცა გუნდები, როგორც წესი, სტუმრად 1-2 დღით ადრე ჩადიან. რატომ?
- ადრე იმიტომ ჩამოვედით, რომ აკლიმატიზაცია უკეთ გაგვევლო და აქაურობას შევჩვეოდით.

- შინ 2:1 მოიგეთ... ნიშნავს თუ
არა ეს იმას, რომ ხვალ "ტორპედო" ე.წ "ავტობუსს" დააყენებს?
- თითოეული მატჩის წინ მეტოქე გუნდის ანალიზს ვაკეთებთ და შემდეგ ვწყვეტთ, როგორ ვითამაშოთ. ის, რომ შინ 2:1 გვაქვს მოგებული, არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ მთელი გუნდით დაცვაში ჩადგომას და უკნიდან თამაშს ვაპირებთ. დღეს აქ ტაქტიკებზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა ვიმეორებ, მთელი გუნდით დაცვაში ჩადგომას არ ვაპირებთ. დანარჩენი ხვალ გამოჩნდება!

ერთს ვიტყვი, რომ გუნდი სრულ მზადყოფნაშია და ვეცდებით, ქართველ ხალხს ხვალ სიხარული მივანიჭოთ.

alt"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 6 /
ვაი სამტრედიას ცოდვა, ვაი ვაი და ვაი ქართულ ფეხბურთს, სამარცხვინოა
levi
23:09 18-07-2018
0
გოლის გატანა ძალიან გაგვიძნელდება
0

სიახლეები პოპულარული