ქუთაისში 1:2 დამარცხების შემდეგ მეტოქე გუნდის მწვრთნელმა გორან საბლიჩმა თქვა, რომ არ ეგონა თუ წააგებდნენ, ეს მათი დაცვის შეცდომები იყო, ამას აღარ დაუშვებდნენ და ქართული გუნდისთვის ბურთის ფლობის უფლება არ უნდა მიეცათ.
დებიუტი ისეთი გამოდგა, დნესტრისპირელები უკეთეს რომ ვერ ინატრებდნენ - ტირასპოლური გუნდის ბომბარდირმა ბაბადინგამ ბურთი მიიღო, მას მარინმა ხელი ვერ შეუშალა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგაც მასპინძლები ფლობდნენ ინიციატივას, თუმცა სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდნენ. "ტორპედო" კი
30-ე წუთზე კუტალიამ კენდიშის პარტნიორისთვის გადაცემული ბურთი ჩაჭრა, მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, მაგრამ იმავე კენდიშმა თითქოს მოცელა (ტელევიზიით ნაჩვენები რაკურსით ძნელი გასარჩევი იყო), მსაჯმა კი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. მე-40 წუთზე ბაბადინგამ ბურთი ზედ კარის წინ სრულიად უმეთვალყურეოდ მიტოვებულ ჯოალისონს უპასა და 2:0. მასპინძლებს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ბაბანგიდამ და კამარამ მეტად ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლეს ბურთის კარში გადაგზავნა.
ტირასპოლი. "ბოლშაია სპორტივნაია არენა".
შერიფი - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 ბაბადინგა (9), 2:0 ჯოალისონი (2:0)
შერიფი: მიკულიჩი, სუშიჩი, პოსმაკი, კულუშიჩი, კრისტიანო, კენდიში, კაპიჩი, პალიჩი, ჯოალისონი, კამარე, ბადიბანგა
ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, აზაცკი, მარინი, ჰლინკა, ცინცაძე, კუხიანიძე, გეგეჭკორი, ქიმაძე, კუტალია
გაბრაზდით ჯიბე გაღლეტილ მფლობელებზე არ გეგონოთ რომ ეს ტორპედოს პრეზიდენტს ეხება ფიფიაც მათ რიგშია 15 წელია გუნდს რომ აშენებს და საშველი რომ არ უჩანს სხვები ხო საეთოდ არ უქნია ღმერთს .
ასე რომ ნუ იშლით ნერვებს და მიიღეთ ის რეალობა რაც არის