კახა ჩხეტიანი: არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში "შერიფთან" დამარცხების შემდეგ კომენტარი "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

"ყოველ წაგებულ მატჩში, პირველ რიგში, ჩემს ბრალს ვხედავ. დღესაც ასეა - პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ, რადგან შეცდომები ჩემ მიერ იქნა დაშვებული.

თამაშის მიმდინარეობაზე სწრაფმა გაშვებულმა გოლმაც იმოქმედა. მომენტი ჩვენც გვქონდა და არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა. ჯერ არ მინახავს განმეორებით ის მომენტი და ასე ხაზგასმით ვერ ვიტყვი, იყო თუ არა პენალტი, თუმცა ახლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს...

ვულოცავ "შერიფს"
ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კი ევროპალიგაზე გადავერთვებით და წარმატების მიღწევას უკვე იქ ვეცდებით.

მადლობას ვუხდი აქ ჩამოსულ ქართველ გულშემატკივარს. მადლობა, ვინც საქართველოდან გვიგულშემატკივრა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ დღეს ამ ხალხს სიხარული ვერ ვაჩუქეთ, თუმცა ყველაფერი წინაა..."

alt"ტორპედო" "შერიფთან" უშანსოდ დამარცხდა- ნახვამდის ჩემპიონთა ლიგა

მკითხველის კომენტარები / 27 /
თქვენ ლეგიონერები კი არა და ჩამოგყავთ და ისვრით ჰაერში ფულებს, რაში გენაღვლებათ სახელმწიფოს ფული.
კოტე
15:59 20-07-2018
1
საქმეც ეგაა, რომ არც დინამოს და არც ტორპედოს არ გყავთ გოლის გამტანი, ეს ისეა ნათქვამი ბებიაჩემს, რომ ყვ...ბი ჰქონიყო პაპაჩემი იქნებოდაო. არამი იყოს თქვენზე ჩემი ხელფასიდან საშემოსავლოს სახით დაკავებული და თქვენს ხელფასებში გაცემული ფული, სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს ფეხბურთს ეს მილიონები ჯობია გაჭირვებულებს მოახმაროს.
ლევანი
15:57 20-07-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული