კახა ჩხეტიანი: არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში "შერიფთან" დამარცხების შემდეგ კომენტარი "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

"ყოველ წაგებულ მატჩში, პირველ რიგში, ჩემს ბრალს ვხედავ. დღესაც ასეა - პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ, რადგან შეცდომები ჩემ მიერ იქნა დაშვებული.

თამაშის მიმდინარეობაზე სწრაფმა გაშვებულმა გოლმაც იმოქმედა. მომენტი ჩვენც გვქონდა და არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა. ჯერ არ მინახავს განმეორებით ის მომენტი და ასე ხაზგასმით ვერ ვიტყვი, იყო თუ არა პენალტი, თუმცა ახლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს...

ვულოცავ "შერიფს"
ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კი ევროპალიგაზე გადავერთვებით და წარმატების მიღწევას უკვე იქ ვეცდებით.

მადლობას ვუხდი აქ ჩამოსულ ქართველ გულშემატკივარს. მადლობა, ვინც საქართველოდან გვიგულშემატკივრა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ დღეს ამ ხალხს სიხარული ვერ ვაჩუქეთ, თუმცა ყველაფერი წინაა..."

alt"ტორპედო" "შერიფთან" უშანსოდ დამარცხდა- ნახვამდის ჩემპიონთა ლიგა

მკითხველის კომენტარები / 27 /
ამ შედეგისთვის დაგლიჯეთ დინამოს სტადიონზე სკამები? ქუთაისში მწვანილი მოდის კარგად და სტადიონის მინდვრები ამისთვის მაინც გამოიყენეთ.
თბილისელი
19 ივლისი 2018 05:06
6
დინამოს სტადიონზეც კაი მწვანილი ამოვა.
g.g.
19 ივლისი 2018 11:08
5
ვიღაც ლეგიონერები რომლებიც თავის ქვეყანასაც არც კი წარმოადგენდნენ როგორ იყვნენ შეკრული და როგორ იმუხტებოდნენ "ერთმანეთით"!!(ალბათ დაინახეთ ეს კადრი სანამ თამაში დაიწყებოდა რა შემართებით საუბრობდნენ შეკრულნი რომ იყვნენ) რამდენი მაგალითი შეიძლება მოიყვანო და თქვენც კარგად იცით არც ფინანსების მქონე არც ლეგიონერებით გატენილი არც დიდი ბიუჯეტით გუნდები, რომლებიც გავიდნენ ევროპალიგაზე მაინც!!! ისლანდიელმა სტომატოლოგმა მწვრთნელმა რამდენს მიაღწია.... თუნდაც ავიღოთ დანდალკი ჩრდილო ირლანდიური (მოყვარული) კლუბი რომელიც ევროპალიგაზე გავიდა!!! რომ კითხო ერს ყველაზე დიდი გული ჩვენ გვაქვს.... გამოჩნდა რაც გვაქვს ყოველ ნაბიჯში ვამტკიცებთ რაც გვაქვს! და დავიჯერო ყველა ფეხბურთზე შეიკრიბეთ ასეთი უგულოები?!
არა
19 ივლისი 2018 02:15
4
წაგებაცაა და წაგებაც ასე საცოდავი როგორ უნდა იყო საერთოდ სპორცმენი. უჟილკო, წინასწარ ქონდათ გაპარული
a
19 ივლისი 2018 09:08
0
წადით კახა(და სხვებიც,რათქმაუნდა) ბიძიკო სახლში,არაა ფეხბურთი თქვენი საქმე,აბა პასუხისმგებლობის თავზე აღებას რას ეძახით თქვენ?????
Tazo
19 ივლისი 2018 10:17
3
სად იშოვეთ ეს მარცხენა მცველი ან თუგინდა მარჯვენა შენ ძმაო ფეხბურთელების შერჩევა გცოდნია ნუ იტყვი.არაფერი გუნდი არ იყო მაგი პირადად მწვრთნელის წაგებულია ეგ თამაში ბიჭები მეცოდება თავის გამოჩენის შანსი დაკარგეს.
cheroeli
19 ივლისი 2018 01:40
3
რას ამბობ მადრიდის რეალის სკაუტები იყვნენ ჩასული ტორპედოს რამდენიმე ფეხბურთელი მოგვწონსო . ამათმა მოედანზე კოტრიალის და მსაჯთან ლაპარაკის მეტი არაფერი იციან
გიორგი
19 ივლისი 2018 09:59
0
ჩაჩავას ბრალია. მან მოიყვანა ეს ლეგიონერები
gaga
19 ივლისი 2018 19:30
0
ვაი თქვენს პატრონს
ვითომ სპორტსმენებო
19 ივლისი 2018 10:48
1
ვითომ გულშემატკივარო
oeee
19 ივლისი 2018 11:04
2
Kaxa,kargia torpedos mcvrtneloba da 9 ojaxs rom ekofa imdeni xelfasi?!magram vai mepatrone rom gkavs,da vai xalxis mxardacherit sargeblob da atasi xlartit dgaxar mag adgilas,tu mase araa ra ginda shen mand?neimarma da ufro adre dzubam unai emirs "treinerishka"ucodes..unai emri tu"treinerishkaa"shen vinga xar mashin saertod?!
Zaza
19 ივლისი 2018 05:19
1
ვინც თამაშს უყურა დამეთანხმება რო ტორპედოს არც უფიქრია გოლის გასატანად რამის გაკეთება ...საერთოდ მგონია წინასწარ იცოდნენ რომ არ უნდა გასულიყვნენ შემდეგ ეტაპზე...ორივე გუნდი იდგა და 3-0 წააგეს ...გულის ამრევია ეს ფეხბურთი არარის...უბრალოდ სხვა სამსახური არ ააქვთ და ფეხბურთიდან იღებენ ხელფასს ...:(
ოთო
19 ივლისი 2018 09:40
0
მიდი ეხლა დაიწყე ბოდიალი ის ბურთი რომ არ გასულიყო, მეტოქეს კარში რომარ დაერტყა, ან საერთოდ სათამაშოდ რომარ გამოსულიყო სხვანაირად იქნებოდა საქმე, ან ის რომ წელს უაღრესად დიდი გამოცდილება მიიღეთ ტირასპოლთან შეხვედრით და ეს აუწონავი გამოცდილება გამოგადგებათ სამომავლოდ დიდი გამარჯვებების მოპოვებაში))))
megre
19 ივლისი 2018 12:12
1
პატრონი არ ყავს არაფერს თორემ ამათ ვითომ ფეხბურთელებს აჩვენებდა სეირს, რატომ უხდის ქვეყანა ამ უსაქმურებს ფულს თან ხომ არ გგონიათ 300 ლარზე იკადრონ ბურთაობა, საწყალი ტყიბულის მეშახტეები 300 ლარის გულისთვის იღუპებიან შახტაში და ეს უსაქმური ფეხბურთელები მილიონებს იღებენ ქვეყნის თავის მოსაჭრელად, პატრონი არ გვყავს პატრონი..
zmo
19 ივლისი 2018 12:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული