"პირველ შეხვედრაში გოლის გასატანად 95 წუთი გვქონდა და მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ. თბილისში რა თქმა უნდა, გამარჯვებას შევეცდებით, მაგრამ ეს იოლი არ იქნება. დიდი მნიშვნელობა არა აქვს, გოლს დასაწყისში გავიტანთ თუ დასასრულს. ისე, ჯობია ბოლოს გავიტანოთ, რათა მეტოქეს საპასუხო ბურთის გასატანად დრო არ დარჩეს.
ფსიქოლოგიურად კარგად ვართ მომზადებული, ეს ერთი კვირა კარგად გამოვიყენეთ. პირველ მატჩში 60 წუთი
ჩვენი პანამელი ლეგიონერი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა, მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და ძალიან დაღლილი არ უნდა იყოს. გადავწყვეტ სასტარტოში დავაყენო თუ შეცვლაზე შევუშვა. გუნდთან ერთად მოსამზადებელი ეტაპი გავლილი არა აქვს.
ეს ამ გუნდში ჩემი ბოლო მატჩია და ძალიან მნიშვნელოვანია ახალი მწვრთნელისთვის, თუ როგორ მდგომარეობაში მყოფ გუნდს ჩაიბარებს. შეხვედრა ფეხბურთელებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მე მივდივარ, ისინი კი რჩებიან. რაც "დუნაისკაში" ვმუშაობდი, თავი არასოდეს დამიზოგავს და მუდამ ბოლომდე ვიხარჯებოდი".
როგორც გაუწყეთ, როსი უნგრეთის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.
მოდი "დინამოზე" - "დინამო" "დუნაისკა სტრედას" ხვდება [VIDEO]
თბილისში რევანშისთვის ერთად მივემგზავრებით - "დუნაისკა სტრედა" ფანებს ეპატიჟება