"სამტრედიამ" თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გაუშვა გოლი და 0:1 დამარცხდა. ამიტომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდება. 8 432-იან სტადიონზე დაახლოებით 5 ათასი მაყურებელი მივიდა, ტემპერატურა კი 27 გრადუსია.
"სამტრედიის" მწვრთნელმა გია ცეცაძემ, პირველ შეხვედრისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - ფანცულაიასა და ჩაჩუას ნაცვლად სასტარტოში ახალაძე და ლიპარტია დააყენა.
მასპინძლებმა უკვე მე-12 წუთზე გახსნეს ანგარიში და ისედაც მძიმე
მოკლედ, "სამტრედიას" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 2 უპასუხო გოლის გატანა სჭირდება, მაგრამ მისი თამაში ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლევა.
კუსტანაი. "ორტალიგი"
ტობოლი - სამტრედია 1:0
გოლი: 1:0 ტურისბეკი (12)
ტობოლი: ნეპოგოდოვი, მიროშნიჩენკო, კასაი, ზულპა, დმიტრიენკო, ბისტროვი, ფედინი, კვეკვესკირი, კანკავა, ნურგალიევი, ტურისბეკი
სამტრედია: პოგორილი, გურული, ფატიჩი, გოგიაშვილი, ახალაძე, ენდელაძე, მამასახლისი, ბაჩიაშვილი, გი, ლიპარტია, მაქაცარია