- დავიწყებ იმით, რომ პირველი 15 წუთი ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ვფიქრობ პირველ ნახევარში ანგარიში შეიძლება უფრო დიდი ყოფილიყო. მეორე ტაიმში კარგი შეტევები ვაწარმოეთ, გვქონდა მშვენიერი კონტრშეტევები და ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის და სასიხარულოა, რომ ბოლო 10 წუთში შევცვალეთ შეხვედრის სცენარი.
მიხარია, რომ ჩემი უნგრეთის ნაკრებში წასვლის წინ შევძელი კლუბის ისტორიის გადაწერა, კლუბს ამხელა წარმატებას არასდროს არ მიუღწევია და მინდა წარმატება ვუსურვო ევროპა
ჩემთვის ძალიან რთულია კლუბის დატოვება, მადლობელი ვარ ბიჭების რომლებიც თავდადებით ემზადებოდნენ და ყველამ თავი დადო გუნდის გამარჯვებისთვის. ხანდახან შეიძლება აგრესიულიც ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი გუნდისთვის კეთდებოდა. მე აუცილებლად ვივლი "დუნაისკა სტრედას" სხვა შეხვედრებზეც.
მე შევეცადე შესვენებაზე ამეხსნა, რომ დაცვაში ასე არ უნდა გვეთამაშა და როგორ უნდა შეგვეტია. ვიმედოვნებ, რომ ჩემი შემცვლელი უკეთესს შედეგს დადებს და ის კლუბს წარმატებას მიაღწევინებს.