"ტორპედოს" მეტოქე 567-კაციანი სოფლიდან - რა ძალას წარმოადგენს "ვიკინგური"?

AutoSharing Option
ევროპა ლიგის შესარჩევის მეორე ეტაპზე ორი ქართული გუნდი ითამაშებს: ქუთაისის "ტორპედო" და საჩხერის "ჩიხურა".

ახალი წესების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის შესარჩევიდან გამოვარდნილი გუნდი ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე გადადის. "ტორპედოს" მიერ "შერიფის" ბარიერის ვერდაძლევის შემდეგ, მისი მომდევნო მეტოქე ევროპა ლიგის ჩემპიონთა რაუნდში ფარერების "ვიკინგური" იქნება.

"ვიკინგური" ფარერების კუნძულის ჩემპიონია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირველ შესარჩევ ეტაპზე ფინურ "ჰიკს" დაუპირისპირდა და ჯამში 5:2 დამარცხდა.

alt"ტორპედო" "შერიფთან" უშანსოდ დამარცხდა - ნახვამდის ჩემპიონთა ლიგა [VIDEO]

"ვიკინგურის" ისტორია
კლუბის ოფიციალური სახელწოდებაა "ვიკინგურ გოტა". ის 2008 წელს "გი

გოტასა" და "ლეირვიკის" შეერთების შედეგად დაარსდა. კლუბი სოფელ ნორდრაგოტას გუნდია, სადაც სულ რაღაც 567 ადამიანი ცხოვრობს.

კლუბს ამ სოფელში საკუთარი სტადიონიც აქვს, სადაც 1600 ადამიანი ეტევა, თუმცა მხოლოდ 440 სკამია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სტადიონი უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ისინი სოფელ ტოფრირის 6000-იან სტადიონზე თამაშობენ, სადაც სულ რაღაც 793 ადამიანი ცხოვრობს. მოკლედ, ქუთაისელებს ეგზოტიკური გასეირნება ელით.

სტადიონი, სადაც "ვიკინგური" ჩემპიონატში თამაშობს
Sportall.Ge

სტადიონი, სადაც "ვიკინგური" "ტორპედოს" დახვდება
Sportall.Ge

რა ძალას წარმოადგენენ ვიკინგები?
კლუბში 5 ლეგიონერია და "ტრანსფერმარკეტზე" კლუბის საერთო ღირებულება 450 000 ევროს შეადგენს, როცა 450 000 ევრო ქუთაისის "ტორპედოში" ერთი ფეხბურთელი ღირს - გიორგი ქიმაძე.

ეს იმითაცაა გამოწვეული, რომ კლუბში ფეხბურთელთა ნაწილი თანხობრივად არ არის შეფასებული. "ჰიკთან" გამორჩეული იყო 23 წლის ფარერელი გუნარ ვატნჰამარი, რომელმაც ორივე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა.

ზოგადად, ეროვნულ ჩემპიონატში კი კლუბის ბომბარდირი 33 წლის ნიგერიელი ადეშინა ლავალია, რომელსაც მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი.

"ვიკინგებს" ქუთაისის "ტორპედოსთან" ორი ფეხბურთელი დააკლდებათ, რადგან მათ "ჰიკთან" ორივე შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღეს. ესენია: 39 წლის საყრდენი ნახევარმცველი ჰანს ჯურჰუუსი და 31 წლის მოლდოველი ლეგიონერი ადრიან კასკავალი.

გუნდის კაპიტანი 36 წლის მცველი ატლი გრეგერსენია, რომელიც ამავდროულად, ფარერების კუნძულების ნაკრების კაპიტანიცაა. "ვიკინგურიდან" ნაკრებში დაახლოებით 3 ან 4 ფეხბურთელი თამაშობს.

მოლოდინი

"ტორპედოს" მართებს, მეტოქე ორივე შეხვედრაში დაამარცხოს. ამით "შერიფთან" მარცხით გაფუჭებულ განწყობას ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც გამოიკეთებენ. ამადროულად, სარეიტინგო ქულებსაც მოიმატებენ.
მკითხველის კომენტარები / 23 /
დაგვერხა და ეს არი !
Aaaaaaa
20 ივლისი 2018 16:50
2
როგორი სიმბოლურია (რეალობაში კი სამწუხარო) საქართველოს ჩემპიონს სოფლის გუნდთან სათამაშოდ რომ მიეჩინა ადგილი...
დათო
20 ივლისი 2018 16:14
0
700მდე კაცი ცხოვრობსო სოფელში და ლიგისკენ მიიწევს გუნდი, მიდი და ნუ შეაფასებ
მითუმეტეს იმას თუ გავითვალისწინებთ, ბევრი სხვისგან შედარებით რამდენად შრმოისმოყვარეები არიანი ჩრდილო ევროპელები
politologi
20 ივლისი 2018 15:46
3
ზურგით რო დგაქს ალბათ ფარერელი სერგიაა:))
:)
20 ივლისი 2018 15:36
0
დიდ ძალას წარმოადგენს ფარერების ვიკინგური, მაგრამ იმედი მაქვს ტორპედო არ შედრკება. გული გაიმაგრეთ ქუთაისლებო!
გაუმარჯოს ტორპედოს
20 ივლისი 2018 15:05
4
არა მგონია ტორპედომ გადალახოს მეთევზეთა გუნდის ბარიერი
41
20 ივლისი 2018 16:26
2
კარგი ბიჭი ხარ გალაქტიონ ეგრე გააგრძელე! პატიოსნად იშრომე , ესეთი სტატიები წერე, ქრთამი არ აიღო და შენგან კარგი ჟურნალისტი დადგება
შალვა
20 ივლისი 2018 14:08
2
მეტოქეს სერიოზულად მივუდგებით და მთელი ძალით ვითამაშებთ რადგან მეტოქის დაუფასებლობა დღეს ძვირად ჯდება, თან იმედია ახალგაზრდების გამოცდის საშუალებაც მოგვეცემა შემდეგი ეტაპისთვის-გაიფიქრა ვიკინგურის მწვრთნელმა როცა კენჭისყრის შედეგები გაიგო თევზაობისას
Zorbegi
20 ივლისი 2018 14:08
1
ყველაზე მაგარი კომენტარი ))))))))) ეხლაც ვერ ვჩერდები სიცილისგან )))))
ირაკლი
20 ივლისი 2018 18:03
0
აქამდე ბედნიერი ვიყავი ამ გუნდებს რომ არ ვეთამაშებოდით, ახლა რა ვთქვა არ ვიცი, რაღაც ცუდი განწყობა მაქვს, მგონია იოლად ვერ გავცდებით. ისე სირცხვილია ამთთან წაფორხილება, მაგრამ ...
გენო
20 ივლისი 2018 13:05
3
ფარერების ნაკრები არ იყო ძლივს რომ მოუგო საქართველოს ნაკრებმა თბილისში? და კიდევ 450 ათასი ღირსო ერთერთი ქუთაისელი ფეხბურთელიო, საქმე ისაა რას აკეთებს თორემ მილიონიანი სუღათი კედელზეც კი ჰკიდია
kako
20 ივლისი 2018 16:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული