ინციდენტი "ჩიხურას" მატჩში და 1 მლნ ზარალი "ბეითარს" - იერუსალიმის კლუბი შოკშია

AutoSharing Option
"ბეითარი" შოკშია!", - ასეთი სათაურით ეხმაურება ისრაელის სპორტული გამოცემა One.co.il მათი გუნდის გუშინდელ შეხვედრას საჩხერის "ჩიხურასთან".

წყაროს ცნობით, კლუბში არსებული მძიმე და კრიზისული ვითარება ქართველებმა კიდევ უფრო გაამწვავეს.

საიტი წერს, რომ გუნდმა მძიმე ფინანსური დარტყმა მიიღო. გამოანგარიშდა, რომ "ჩიხურასთან" მარცხმა "ბეითარს" 1 მილიონი დოლარის ზარალი მოუტანა.

ამაში შედის მეორე ეტაპზე გასვლისთვის უეფას მიერ გამოყოფილი თანხა, გაუყიდავი ბილეთები (მათ შორის, "მარიობირთანაც").

საქმე ისაა, რომ "ბეითარის" ფანების ერთ-ერთი დაჯგუფება, სახელწოდებით "ლა ფამილია", სტადიონზე მუდმივად რასისტულ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს სკანდირებს. ისინი მუდმივად იმ
პალესტინელ არაბებს აგინებენ, რომლებიც იერუსალიმში ცხოვრობენ.

აღნიშნული ფანების გამო "ბეითარმა" უამრავი ჯარიმა აიკიდა და ამას გარდა, გუნდის გულშემატკივრები მათ თამაშებზე აღარ დადიან, რასაც გუშინდელ მატჩშიც შეამჩნევდით, როდესაც ტრიბუნები თითქმის ცარიელი იყო.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ "ჩიხურასთან" დაპირისპირებაში მოედანზე "ბეითარის" 10 ფანი შეიჭრა, რის გამოც უეფა, სავარაუდოდ, იერუსალიმელებს დასჯის.

Sportall.Ge

"ბეითარის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამჟამად მათი ბიუჯეტი 20-22 მილიონ დოლარს შეადგენს, ეს კი ბოლო წლებში ყველაზე უარესი მაჩვენებელია.

"ჩიხურასთან" წაგება კი მათთვის მოულოდნელი და შოკის მომგვრელი აღმოჩნდა.

altყოჩაღ "ჩიხურა"!!! - "ბეითარს" სტუმრად თამაში შემოუტრიალა და ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

altრა ხდებოდა "ჩიხურას" გასახდელში "ბეითართან" მოგების შემდეგ [VIDEO]

alt"ჩიხურას" შემდეგი მეტოქე "მარიბორი" - გზა ლივერპულიდან საჩხერემდე

alt"ბეითარის" მწვრთნელი გაი ლუზონი: 62-ე წუთიდან "ჩიხურამ" თამაშიდან გამოგვთიშა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბოლო წინადადებაზე მაგრად გამეცინა. ბრავო საჩხერის ჩიხურას და სოსო ფრუიძეს და კიდევ სტატიის ავტორს :D
ვასოო
12:07 20-07-2018
1
ბეითარის ყველაზე ცუდი ბიუჯეტი, ეგ 20 თუ 22 მილიონიო ჩიხურას ჰქონდეს და თუ ჩემპიონთა ლიგა არ მოიგოს ...:)
saba
18:20 20-07-2018
1

სიახლეები პოპულარული