ყოჩაღ "ჩიხურა"!!! - "ბეითარს" სტუმრად თამაში შემოუტრიალა და ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველი ეტაპის განმეორებით მატჩში "ჩიხურამ" გასვლაზე 2:1 დაამარცხა "ბეითარი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 0:0 დასრულდა და საჩხერელთა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ თქვა, რომ მეტოქე ბევრ შეცდომებს უშვებდა და მათ გამოყენებას შეეცდებოდა.

ამ შეხვედრას იერუსალიმში დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, 33 500-იან სტადიონზე თავისი გუნდის მხარდასაჭერად ბევრი გულშემატკივარი არ მისულა.

მასპინძლები როგორც მოსალოდნელი იყო, დებიუტში მცირედ უპირატესობას ფლობდნენ, უტევდნენ, "ჩიხურა" კი კონტრიერიშებით პასუხობდა.  33-ე წუთზე "ბეითარის" თავდამსხმელის სილვესტრის დარტყმული ბურთი ხარიხას
მოხვდა. ტაიმის ბოლოს ჩვენმა
გუნდმა თამაში გაათანაბრა, შეუტია კიდეც, თუმცა უშედეგოდ.

alt"ბეითარის" მწვრთნელი გაი ლუზონი: 62-ე წუთიდან "ჩიხურამ" თამაშიდან გამოგვთიშა

თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა და 62-ე წუთზე ვერედიმ საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი ჰამზიჩის კარის ცხრიანში გაიტანა. ფრუიძემ უმალ შეცვლები განახორციელა და მოედანზე შესვლისთანავე კაკუბავამ შორიდან და ოდნავ მახვილი კუთხიდან დალაშქრა ნიტცანის კარი. 82-ე წუთზე კი ახლო მანძილიდან მარკოზაშვილის დარტყმული ბურთი კაჰილას მოხვდა ხელზე, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც გაბედავამ გამოიყენა და "ჩიხურამ" გაიმარჯვა.

ყოჩაღ "ჩიხურას" და მის მწვრთნელს სოსო ფრუიძეს!




altშალომ იერუშალაიმიდან - "ბეითარ ტრამპი" დამარცხებულია, ჯერი "მარიბორზეა"


იერუსალიმი. "ტედი მალჩა"
ბეითარი - ჩიხურა 1:2
გოლები: 1:0 ვერედი (62), 1:1 კაკუბავა (73). 1:2 (გაბედავა 83, პენ)

ბეითარი: ნიტცანი, კუელარი, სიროსტეინი (ბერიჰონი 78), კაჰილა, პელეგი (ვარენე 58), ზაჰავი, საბო, კრიეფი, ინბრუმი, სილვესტრი, ვერედი

ჩიხურა: ჰამზიჩი, მაისაშვილი, ჩიკვაიძე, მირცხულავა, მეგრელიშვილი, ჩიტეიშვილი, დობროვოლსკი (კაკუბავა 71), ლექვთაძე (სარდალიშვილი 59), მარკოზაშვილი, ბუღრიძე (კახაბრიშვილი 72), გაბედავა

 

altრა ხდებოდა "ჩიხურას" გასახდელში "ბეითართან" მოგების შემდეგ [VIDEO]

altინციდენტი "ჩიხურას" მატჩში და 10 მლნ ზარალი "ბეითარს" - იერუსალიმის კლუბი შოკშია

alt"ჩიხურას" შემდეგი მეტოქე "მარიბორი" - გზა ლივერპულიდან საჩხერემდე

მკითხველის კომენტარები / 36 /
მარიობრი რეიტინგი 64 უეფა ჩიხურა 311 ბეიტარი 211 რეიტინგტიტ ტიტQმის ჩიხურას დონის გუნი იყო ასე რომ ამშემთხვევაში მეეჭვება რამე ქნან
aleko
17:54 20-07-2018
1
ვულოცავ ჩიხურას, ევროთასებზე მან რვა გასვლით შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ წააგო.მართლაც კარგი მაჩვენებელია.
გია
16:57 20-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული