წყაროს ცნობით, კლუბში არსებული მძიმე და კრიზისული ვითარება ქართველებმა კიდევ უფრო გაამწვავეს.
საიტი წერს, რომ გუნდმა მძიმე ფინანსური დარტყმა მიიღო. გამოანგარიშდა, რომ "ჩიხურასთან" მარცხმა "ბეითარს" 1 მილიონი დოლარის ზარალი მოუტანა.
ამაში შედის მეორე ეტაპზე გასვლისთვის უეფას მიერ გამოყოფილი თანხა, გაუყიდავი ბილეთები (მათ შორის, "მარიობირთანაც").
საქმე ისაა, რომ "ბეითარის" ფანების ერთ-ერთი დაჯგუფება, სახელწოდებით "ლა ფამილია", სტადიონზე მუდმივად რასისტულ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს სკანდირებს. ისინი მუდმივად იმ
აღნიშნული ფანების გამო "ბეითარმა" უამრავი ჯარიმა აიკიდა და ამას გარდა, გუნდის გულშემატკივრები მათ თამაშებზე აღარ დადიან, რასაც გუშინდელ მატჩშიც შეამჩნევდით, როდესაც ტრიბუნები თითქმის ცარიელი იყო.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ "ჩიხურასთან" დაპირისპირებაში მოედანზე "ბეითარის" 10 ფანი შეიჭრა, რის გამოც უეფა, სავარაუდოდ, იერუსალიმელებს დასჯის.
"ბეითარის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამჟამად მათი ბიუჯეტი 20-22 მილიონ დოლარს შეადგენს, ეს კი ბოლო წლებში ყველაზე უარესი მაჩვენებელია.
"ჩიხურასთან" წაგება კი მათთვის მოულოდნელი და შოკის მომგვრელი აღმოჩნდა.
რა ხდებოდა "ჩიხურას" გასახდელში "ბეითართან" მოგების შემდეგ [VIDEO]
"ჩიხურას" შემდეგი მეტოქე "მარიბორი" - გზა ლივერპულიდან საჩხერემდე
"ბეითარის" მწვრთნელი გაი ლუზონი: 62-ე წუთიდან "ჩიხურამ" თამაშიდან გამოგვთიშა