კახა ჩხეტიანი: ვალდებული ვართ, "ვიკინგურის" ბარიერი დავძლიოთ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე ფარერების "ვიკინგურს" შეხვდება.

Sportall.ge "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს დაუკავშირდა. ჩვენ მას "შერიფთან" შეხვედრაზე, "ვიკინგურთან" მომავალ დაპირისპირებაზე და კლუბი ორ ახალ ფორვარდზე ვესაუბრეთ.

"შერიფთან" პირველ შეხვედრაში გავიმარჯვეთ და ამიტომ ამ მატჩს დადებითად შევაფასებდი. ამ კლუბის დამარცხება იოლი საქმე არ არის.

მეორე შეხვედრას დადებითად ვერ შევაფასებდი, რადგან წავაგეთ რა მომდევნო ეტაპზე ტირასპოლის გუნდი გავიდა.

"შერიფს" ევროტურნირებზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ჩვენი კლუბში კი ფეხბურთელები დაახლოებით ორი კვირით ადრე მოვიდნენ, კარგი გუნდი
გვყავს, მაგრამ შეთამაშება გვაკლდა, ალბათ მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ეს გახდლათ.

ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩამოვიყვანეთ, თითქოს მოსამზადებელ ეტაპებს გადიან , რადგან მათ თავიანთი ჩემპიონატები დიდი ხანია დაუმთავრდათ.

რაც შეეხება ევროპის ლიგაზე ჩვენს მომავალ მეტოქე "ვიკინგურს", მათი წინა თამაში ვნახეთ და ეს კლუბი შევისწავლეთ. ვალდებულები ვართ, რომ ეს ეტაპი დავლძლიოთ.

ორი ფორვარდი დავიმატეთ. მილოშ ლაჩნი "ჟილინას" ფეხბურთელი იყო, ვლადიმერ ვაისთან კონსულტაციები გავიარეთ და მასზე მხოლოდ კარგი გვითხრა, ასე რომ გვჯერა გამოგვადგება.

რაც შეეხება სურინამელ გლეოფილო ვლიტერის, უდავოდ ნიჭიერი ბიჭია და თავი მოგვაწონა. სხვანაირად ჩვენთან ვერც მოხვდებოდა.

მას სურინამის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. ღმერთმა ქნას, მას ყველაფერი კარგად წაუვიდეს და გუნდი გააძლიეროს", - აღნიშნა ჩხეტიანმა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
მოკეტე მუქტახორო
nana
21 ივლისი 2018 21:48
8
შენ კიდევ "მწვრთნელაობ"? არ წასულხარ სახლში? ეგ კითხვა გამიჩნდა მარტო.
დავით 67
21 ივლისი 2018 17:55
11
შენ კიდევ ტორპედოში ხარ ჩხეტიანო.?ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობასო,რომ გაიძახოდი სადაა მერე? გადაიქრე? ვალდებული შენ გუნდიდან წასვლაზე იყავი,მაგრამ უთავმოყვარეო კაცი,მუქთა ფულზე დახარბებული და თანაც უნამუსო ხარ.შარშანდელი ევროპაზე შერცხვენის შემდეგ გაიძახი -ყველაფერი ჩემი ბრალიაო და არც ბოდიში მოგიხდია და არც გადამდგარხარ.შენ რომ მწვრთნელად არ ვარგხარ,ამაზე ისიც მეტყველებს რომ 5 თვის წინ მოყვანილი ფეხბურთელები, გაუშვი(სარდალიშვილი,ლიპარტია,ბოხაშვილი)თუ არ ვარგოდნენ რაზე მოიყვანე და თუ ვარგოდნენ ამ 5 თვეში რა მოხდა ისეთი რომ გაშვება დაიმსახურეს. ჩვენ არ ვარგივართ გულშემატკივრები თორემ ასე ჰაერზე არ ნასროლ სიტყვებს არ გაპატიებდით. ბატონო ზაალ რატომ გონიათ ამ პიტალო კლდე ჩხეტიანს თუ დასცალდა ამ ახალ გუნდთან მუშაობა,შარშანდელზე უკეთესი შედეგი ექნება?ამას სანამ არ გააგდებთ, ეს თავისით წამსვლელი არაა და კიდევ უფრო მეტ სირცხვილს აჭმევს ტორპეტოს.ერთი კარგი უცხოელი მწვრთნელის მოყვანა რა გახდა?მით უმეტეს რომ ამდენი უცხოელი ფეხბურთელი გყავთ გუნდში
mamulo
21 ივლისი 2018 17:10
6
შერიფის გამოგდებას რა ნამუსით თხოვთ?
-_-
21 ივლისი 2018 19:30
3
ფეხბურთში ფულია მთავარი რაც აკლიათ ქართულ კლუბებს,სანამ ქვეყანა არ გაძლიერდება ეკონომიურად და ინვესტორები ფულს არ ჩადებენ გუნდებში არაფერი გვეშველება.
ზას.
21 ივლისი 2018 16:30
3
წარმოშობით საიდან არიან შენზე კარგად ვიცი და ამ ფეხბურთელში რომ რამე დაენახათ ჰოლანდიელებს, ქუთაისის ტორპედო დაასწრებდა აყვანას?)))
gios
21 ივლისი 2018 14:40
1
და თვითაღიარებული დნესტრისპირეთის ტირასპოლთან ვიღან მოგიხსნათ აეგ ვალდებულება?!...
მსქროლავი ტროლი
21 ივლისი 2018 14:15
5
ყოველი ევროტურნირის დაწყებას ველოდებოდი იმედით რომ ორ ეტაპს მაინც გაივლიდნენ, მაგრამ ამათმა ეგ მოლოდინიც გააქრეს, შეურცხვეთ ნამუსი თუ აქვთ კიდე, შე დალოცვილო ხომ შეიძლება გამოხვიდეთ და ბოდიში მოიხადოთ ასეთი შედეგისთვის, მაგრამ ბოდიშის მოხდაც მარტო ვაჟკაცებს შეუძლიათ
ზიზუ
21 ივლისი 2018 14:02
4
საინტერესოა თავად ფეხბურთელები რას ფიქრობენ , გარდა იმისა რომ არ რცხვენიათ ქვეყნის შერცხვენა , არც იმაზე ფიქრობენ რომ მათი კარიერა ხანმოკლეა... ამათ ხომ არავინ თხოვს ეკონომიკის გაძლიერებას ან ქვეყნის გამთლიანებას , ერთადერთი ბურთის გორაობა ამათი საქმე და იმასაც უგულოდ აკეთებენ.
გვწყინს ! სხვა რამე აკეთეთ თუ ფეხბურთის თამაში არ შეგიძლიათ
თქვენც დაისვენებთ და ჩვენც
George
21 ივლისი 2018 12:54
2
სურინამის ნაკრებზე თუ გსმენიათ რამე? სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ეგ ქვეყანა და ისეთი სუსტი ნაკრები ჰყავს, შესარჩევებსაც კი არ ათამაშებენ, რას გვიქებს და გვიდიდებს ეს კაცი ამ ფეხბურთელს?)))
dato
21 ივლისი 2018 12:44
5
ფრენკ რაიკაარდი, პატრიკ კლიუერტი, რუდ გულიტი, ედგარ დევდსი აბა გაიკითხე ეს ფეხბურთელები წარმოშობით საიდან არიან ))
Gio
21 ივლისი 2018 14:09
6
თავმოყვარე ხალხი ყოფილა :)
George
21 ივლისი 2018 13:05
1
სტატია არც კი წამიკითხავს,სათაურიდან გამომდინა ვწერ პასუხს,არანაირი ვალდებული არახარ,რადგან არიცით სიტყვა ვალდებულების მნიშვნელობა..ერთი ევროპა და ამერიკა იძახის სულ საქართველოს გამო შეშფოთებული ვართო და რეაქცია ნული,იგივეა თქვენი ჰაერზე ნათქვამი სიტყვები:თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას,ვალდებული ვარ და ბოლოში რა?!!...პ.ს. ჩვენ არ ვარგივართ გულშემატკივრები თორემ ასე ჰაერზე არისროდით ამ სიტყვებს...
euhh
21 ივლისი 2018 11:35
0
გეთანხმები!
სათაური როცა წავიკითხე - მეთქი ვალდებული იყავი წასულიყავი გუნდიდან, უთავმოყვარეო კაცი ჩანს , ისევე როგორც მთელი ფედერაცია
გულსატკენია არსებული მდგომარეობა...
George
21 ივლისი 2018 12:51
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული