კახა ჩხეტიანი: ვალდებული ვართ, "ვიკინგურის" ბარიერი დავძლიოთ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე ფარერების "ვიკინგურს" შეხვდება.

Sportall.ge "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს დაუკავშირდა. ჩვენ მას "შერიფთან" შეხვედრაზე, "ვიკინგურთან" მომავალ დაპირისპირებაზე და კლუბი ორ ახალ ფორვარდზე ვესაუბრეთ.

"შერიფთან" პირველ შეხვედრაში გავიმარჯვეთ და ამიტომ ამ მატჩს დადებითად შევაფასებდი. ამ კლუბის დამარცხება იოლი საქმე არ არის.

მეორე შეხვედრას დადებითად ვერ შევაფასებდი, რადგან წავაგეთ რა მომდევნო ეტაპზე ტირასპოლის გუნდი გავიდა.

"შერიფს" ევროტურნირებზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ჩვენი კლუბში კი ფეხბურთელები დაახლოებით ორი კვირით ადრე მოვიდნენ, კარგი გუნდი
გვყავს, მაგრამ შეთამაშება გვაკლდა, ალბათ მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ეს გახდლათ.

ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩამოვიყვანეთ, თითქოს მოსამზადებელ ეტაპებს გადიან , რადგან მათ თავიანთი ჩემპიონატები დიდი ხანია დაუმთავრდათ.

რაც შეეხება ევროპის ლიგაზე ჩვენს მომავალ მეტოქე "ვიკინგურს", მათი წინა თამაში ვნახეთ და ეს კლუბი შევისწავლეთ. ვალდებულები ვართ, რომ ეს ეტაპი დავლძლიოთ.

ორი ფორვარდი დავიმატეთ. მილოშ ლაჩნი "ჟილინას" ფეხბურთელი იყო, ვლადიმერ ვაისთან კონსულტაციები გავიარეთ და მასზე მხოლოდ კარგი გვითხრა, ასე რომ გვჯერა გამოგვადგება.

რაც შეეხება სურინამელ გლეოფილო ვლიტერის, უდავოდ ნიჭიერი ბიჭია და თავი მოგვაწონა. სხვანაირად ჩვენთან ვერც მოხვდებოდა.

მას სურინამის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. ღმერთმა ქნას, მას ყველაფერი კარგად წაუვიდეს და გუნდი გააძლიეროს", - აღნიშნა ჩხეტიანმა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
მოკეტე მუქტახორო
nana
21:48 21-07-2018
8
შენ კიდევ "მწვრთნელაობ"? არ წასულხარ სახლში? ეგ კითხვა გამიჩნდა მარტო.
დავით 67
17:55 21-07-2018
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული