თსუ ჯგუფიდან წაუგებლად გავიდა

AutoSharing Option
პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში მიმდინარე ფუტსალში ევროპის სტუდენტურ თამაშებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მე-3 შეხვედრაც მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. დავით ბობოხიძის გაწვრთნილმა თსუ-ელებმა მთავარი კონკურენტი, 2-დან 2 მოგების მქონე ტამპერეს უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს. ქართველებმა ფინელ სტუდენტებს 4:1 სძლიეს.

მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. შეხვედრის მე-10 წუთზე ლუკა თავზარაშვილმა თსუ დააწინაურა, თუმცა ფინელებმა წონასწორობის აღდგენა რამენიმე წამში მოახერხეს: ქართველების კარში დანიშნული პენალტი ვილი მაკინენმა გამოიყენა.

პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა, რის შემდეგაც უპირატესობას თსუ დაეპატრონა. მეორე ტაიმის მე-5 წუთზე ჯერ
ნიკოლოზ კურტანიძემ გაიტანა, ხოლო მე-17 წუთებზე ნიკოლოზ ფხაკაძის გოლით ქართელებმა გამარჯვება გაინაღდეს. დარჩენილ დროში შეტევაში გართული ტამპერელები ნოდარ ქურცაძემ გოლით დასაჯა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 4:1.

3-დან 3 მოგებით თსუ-მ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეორე ეტაპზე გავიდა. გათამაშების ფორმატის თანახმად, 6 ჯგუფის გამარჯვებული მეორე ეტაპზე გადავა, სადაც ახალი - 3-3 გუნდიანი 2 ჯგუფი შეიქმნება. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მომავალი მეტოქეები მოგვიანებით გამოვლინდება.


ევროპის სტუდენტური თამაშები 2018. კოიმბრა, პორტუგალია
ტამპერე (ფინეთი) 1:4 თსუ (საქართველო)
გოლები: 0:1 თავზარაშვილი (10), 1:1 მაკინენი (10), 1:2 კურტანიძე (24), 1:3 ფხაკაძე (37), 1:4 ქურცაძე (38)
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ავტორს: არანაირი ორი სამგუნდიანი ჯგუფი არ შეიქმნება. არამედ იწყება ფლეიოფები. ჯგუფიდან გავიდა 2-2 გუნდი, რომელსაც დაემატება ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი, ანუ ჯამში 16 გუნდი. შესაბამისად ჯგუფიდან გასული თსუ ითამაშებს ერთ-ერთ მესამეადგილოსანთან 1/8 ფინალში.
კაი ხალხი ხართ რომ აშუქებთ მსგავს ამბებს. წარმატებები ბიჭებს 1/8 ფინალში!
Georgian
05:47 24-07-2018
0
დიდითავის ჭყლეტა მომიწია გამერკვია სპორტის რომელ სახეობაზეა საუბარი, ეს პირველი შემთხვევა არ არის ამ პორტალზე, სტატიას წაიკითხავ თავიდან ბოლომდე და ერთი სიტყვაც არ არი ნახსენები სპორტის რომელ სახეობაზეა მონაყოლი.ვითომ არ დაბლოკავთ ამ კომენტარს?
მე
22:04 23-07-2018
0

სიახლეები პოპულარული