ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე

AutoSharing Option
დღეს, 26 ივლისს, ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ფარერების "ვიკინგურს" უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაიწყება.

მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ტელევიზიით არ იგეგმება. კლუბის პრესსამსახური გეგმავს, საკუთარი რესურსით გააკეთოს ლაივ-სტიმი, რომელსაც Sportall.ge მოგაწოდებთ.

ქუთათურები სრული რაზმით
იმის მიუხედავად, რომ ქუთაისელებმა "შერიფის" ბარიერი ვერ დაძლიეს, მათ, უეფას ახალი ფორმატიდან გამომდინარე, ძალიან კარგი შანსი გაუჩნდათ, ევროპა ლიგაზე იასპარეზონ. უკვე გარკვეულია, ვინ შეიძლება იყოს მეტოქე შემდეგ ეტაპზე - ეს "ყარაბაღსა"და "კუკეშს" შორის დამარცხებული იქნება. პირველი შეხვედრა
ალბანეთში 0:0 დამთავრდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანელები უპირობო ფავორიტებად ითვლებიან.

altქუთაისის "ტორპედოს" მეტოქეთა წყვილი ევროპა ლიგის III ეტაპზე ცნობილია

ამ მატჩის წინ "ტორპედომ" საკმაოდ ბევრი მცდელობის შემდეგ შეძლო ფორვარდების დამატება და გუნდის დაკომპლექტება დაასრულა. იმერლებთან ორი ახალწვეულია: სურინამელი ფორვარდი გლეოფილო ჰასეილბანკი და სლოვაკი მილოშ ლაჩნი. ეს უკანასკნელი "ტორპედოში" საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის რეკომენდაციით ჩაირიცხა.

altქუთაისის "ტორპედომ" სლოვაკი ფორვარდი დაიმატა

altკიდევ ერთი ფორვარდი - ქუთაისის "ტორპედომ" 18 წლის სურინამელი დაიმატა

მომავალ შეხვედრაში გუნდს უბრუნდება გრიგოლ დოლიძე, რომლის დანაკლისი "შერიფთან" შეხვედრაში შესამჩნევი იყო და გუნდისთვის აუცილებელია, რომ ის სრულ მზადყოფნაში იყოს.

აუცილებლად უნდა ველოდოთ ტაქტიკურ ცვლილებებს. კახა ჩხეტიანი ალბათ მისცემს ერთ-ერთ ფორვარდს თავის გამოჩენის საშუალებას და ძირითად შემადგენლობაში დააყენებს. ის, დიდი ალბათობით, არჩევანს გამოცდილებაზე გააკეთებს და სლოვაკს აირჩევს, თუმცა, ვნახოთ...

უკანა ხაზში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. სავარაუდოდ, ისევ გეგეჭკორი-კობახიძე-აზაცკი-მარინის ოთხეული დაიცავს გუნდს და წინ გლინკა-ცინცაძის წყვილი დადგება.
რაც შეეხება კუხიანიძე-კუტალიას, ისინი, დიდი ალბათობით, სათადარიგო შემადგენლობაში გადაინაცვლებენ, მაგრამ არც ის გამოვრიცხოთ, რომ ერთ-ერთი მოედანზე დარჩეს.

altკახა ჩხეტიანი: არაერთი მაგალითი ვნახეთ, თუ რა მოაქვს არასერიოზულ დამოკიდებულას!
ვიკინგები იმერეთში
მეტოქე ნაკლებად პროფესიონალურად არის დაკომპლექტებული და ფეხბურთელთა ნაწილს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება მეორე პროფესიაც ჰქონდეს.

alt"ვიკინგებმა" ქუთაისი დაათვალიერეს, ქართული კერძები გასინჯეს, პოკერიც ითამაშეს და დღეს ფეხბურთსაც გეახლებიან [PHOTO]

კლუბში 5 ლეგიონერია და "ტრანსფერმარკეტზე" კლუბის საერთო ღირებულება 450 000 ევროს შეადგენს, როცა 450 000 ევრო ქუთაისის "ტორპედოში" ერთი ფეხბურთელი ღირს - გიორგი ქიმაძე.

ეს იმითაცაა გამოწვეული, რომ კლუბში ფეხბურთელთა ნაწილი თანხობრივად არ არის შეფასებული. "ჰიკთან" გამორჩეული იყო 23 წლის ფარერელი გუნარ ვატნჰამარი, რომელმაც ორივე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა.

ზოგადად, ეროვნულ ჩემპიონატში კი კლუბის ბომბარდირი 33 წლის ნიგერიელი ადეშინა ლავალია, რომელსაც მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი.

"ვიკინგებს" ქუთაისის "ტორპედოსთან" ორი ფეხბურთელი დააკლდებათ, რადგან მათ "ჰიკთან" ორივე შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღეს. ესენია: 39 წლის საყრდენი ნახევარმცველი ჰანს ჯურჰუუსი და 31 წლის მოლდოველი ლეგიონერი ადრიან კასკავალი.

გუნდის კაპიტანი 36 წლის მცველი ატლი გრეგერსენია, რომელიც ამავდროულად, ფარერების კუნძულების ნაკრების კაპიტანიცაა. "ვიკინგურიდან" ნაკრებში დაახლოებით 3 ან 4 ფეხბურთელი თამაშობს.

alt"ვიკინგურის" მწვრთნელი: 1996 წელს ბათუმში ვიყავი, თუმცა მთლად კარგად არ დამამახსოვრდა

alt"ტორპედოს" მეტოქე 567-კაციანი სოფლიდან - რა ძალას წარმოადგენს "ვიკინგური"?

მოლოდინი
"ტორპედოს" მართებს, საშინაო შეხვედრაში გადაწყვიტოს ამ დაპირისპირების ბედი, რადგან ეს ფარერებზე არ იქნება მარტივი. მათ ხანგრძლივი და დამღლელი გზა ელით, რამაც იქ შეიძლება უპირატესობა არ მისცეს. ამიტომ ქუთაისელებისგან უნდა ველოდოთ რამდენიმებურთიანი უპირატესობით მოგებას, ლაღ ფეხბურთს და ბევრ შეტევას.

მსაჯები
"ტორპედოსა" და "ვიკინგურის" მატჩს ყაზახ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი მსაჯი არტიომ კუჩინი იქნება, რომელსაც ევგენი ბელსკი, ანატოლი ხოდინი და ალექსანდრ ალიევი (ყველა - ყაზახეთი) დაეხმარებიან.

altჩიხურა VS მარიბორი - როცა გეიმედება, მაგრამ არ იცი, რატომ

მკითხველის კომენტარები / 11 /
წარმატებები ჩვენს გუნდებს.ისე მაინტერესებს,ამ დისლაიკებს ვინ და რატომ ადებს კომენტარებს,რომელია მიუღებელი?
Tazo
14:40 26-07-2018
1
დამაჯერებელი დამარცხება 6000 კითხვით
Aba ra
13:00 26-07-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული