"ჩიხურასა" და "მარიბორის" მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის პირველი ტაიმი "ჩიხურასა" და "მარიბორს" შორის 0:0 დასრულდა.

საჩხერელთამ მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ შემტევი შემადგენლობა დააყენა და თამაში მისმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, ბურთსაც აკონტროლებდა. ორივე გუნდი ფრთხილობდა და მომენტები იშვიათად იქმნებოდა. დებიუტში სტუმართა ნახევარმცველმა ჰოტიჩმა ვერ გამოიყენა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა. 34-ე წუთზე "ჩიხურას" მეკარე ჰამზიჩმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ ზაჰოვიჩმა ბურთის კარში გადაგზავნა ვერ მოახერხა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩიხურა - მარიბორი 0:0

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი, მირცხულავა, ჩიკვაიძე, სარდალიშვილი, კაკუბავა, მარკოზაშვილი, ბუღრიძე, ლექვთაძე,
გაბედავა

მარიბორი: ჰანდანოვიჩი, ვილერი, სულერი, ივკოვიჩი, პიჰლერი, ჰოტიჩი, დერვიშევიჩი, ვრჰოვეცი, ბაიდე, ზაჰოვიჩი, ტავარესი


მკითხველის კომენტარები / 1 /
სად ვუყუროოოოოოთთთთთთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
svani!
21:31 26-07-2018
0

სიახლეები პოპულარული