"ჩიხურა" - "მარიბორი" 0:0 - განმეორდება "ბეითარის" სცენარი? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი "ჩიხურასა" და "მარიბორს" შორის 0:0 დასრულდა.

საჩხერელთა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ შემტევი შემადგენლობა დააყენა და თამაში მისმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, ბურთსაც აკონტროლებდა. ორივე გუნდი ფრთხილობდა და მომენტები იშვიათად იქმნებოდა. დებიუტში სტუმართა ნახევარმცველმა ჰოტიჩმა ვერ გამოიყენა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა. 34-ე წუთზე კი "ჩიხურას" მეკარე ჰამზიჩმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ ზაჰოვიჩმა ბურთის კარში გადაგზავნა ვერ მოახერხა.

შესვენების შემდეგ მცირე ხნით უპირატესობას სლოვენიელები დაეუფლნენ, ტავარესმა მორიგი რეიდი განახორციელა, ჰოტიჩს კარის წინ ზუსტად უპასა და მირცხულავამ მოახერხა
ხიფათის განმუხტვა. შემდეგ საჩხერელებმა შეუტიეს. უშედეგოდ.

74-ე წუთზე ისევ გაიჭრა ტავარესი მარცხენა ფლანგიდან, ცენტრისკენ შეიწია, დაარტყა კიდეც და ჰამზიჩმა შეძლო ბურთის მოგერიება. 

ბოლოს "ჩიხურამ" მაგრად შეუტია: 89-ე წუთზე კახაბრიშვილი საჯარიმოში შეიჭრა, კარგი გადაცემა გაუკეთა ბუღრიძეს და ამ უკანასკნელმა ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა, მერე კახაბრიშვილის მახვილი კუთხიდან ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, შემდეგ მეგრელიშვილმა კოხტა ფინტით მოატყუა მეურვე, პარტნიორს უპასა და ისევ ჰანდანოვიჩი იდგა მოწოდების სიმაღლეზე. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მესანოვიჩი გავიდა ჰამზიჩთან პირისპირ და ჩვენმა გოლკიპერმა არ გაატანინა გოლი - 0:0.

მოკლედ, თითქოს შედეგი სტუმართათვის უფრო მისაღებია, მაგრამ საკუთარ მოედანზე გოლის გატანა ესაჭიროება, სხვანაირად მოუწევს თამაში - ამისათვის შეტევაში აქტიურობა მართებს, ხოლო თუ როგორ ეხერხება კონტრიერიშების მიტანა "ჩიხურას", ეს "ბეითართან" გასვლით შეხვედრაშიც დაამტკიცა. ვნახოთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფრუიძის გუნდი თავდადებული თამაშისთვის ქებას და დიდ მადლობას იმსახურებს!

თბილისი. "მიხეილ მესხი" 800 მაყურებელი
ჩიხურა - მარიბორი 0:0

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი (მეგრელიშვილი 88), მირცხულავა, ჩიკვაიძე, სარდალიშვილი (დობროვოლსკი 77), კაკუბავა, მარკოზაშვილი, ბუღრიძე, ლექვთაძე (კახაბრიშვილი 49),
გაბედავა

მარიბორი: ჰანდანოვიჩი, ვილერი, სულერი, ივკოვიჩი, პიჰლერი, ჰოტიჩი, დერვიშევიჩი (კრეტუ 60), ვრჰოვეცი, ბაიდე (მესანოვიჩი 82), ზაჰოვიჩი (ვრსიჩი 62), ტავარესი

altსოსო ფრუიძე: ჩვენი დევიზია - ყველაფერი შესაძლებელია!

alt"მარიბორის" თავკაცი: დღევანდელ თამაშში გარკვეულწილად მეტოქეს დავაკვირდით

მკითხველის კომენტარები / 11 /
როგორც არ უნდა დამტავრდეს მეორე ტამაში, ყოჩაღ ჩიხურას დაფრუიძეს, კარგი მაგალითი თუ როგორშეიძლება მწირი რესურსებით ღირსეულად გამოხვიდე ევროტურნირზე დინამოსგან და სხვა ქართული გუნდებისგან განსხვავებით
ალეკო
10:34 27-07-2018
0
პირველ რიგში გილოცავთ და ძალიან გული დამწყდა რომ ვერ მოიგეს, მაგრამ ძალიან რაღაცნაირად კმაყოფილი ვარ. მადლობა ბიჭებს და მწვრთნელს რომ ასეთი თამაშით გვასიამოვნეს. წარმატებები და კიდევ ერთხელ ყოჩაღ.
roma
10:25 27-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული