"მარიბორის" თავკაცი: დღევანდელ თამაშში გარკვეულწილად მეტოქეს დავაკვირდით

AutoSharing Option
სლოვენიური “მარიბორის” მთავარმა მწვრთნელმა დარკო მილანიჩმა “ჩიხურასთან” (0:0) შეხვედრა პრესკონფერენციაზე შეაფასა

- როგორც ველოდით მძიმე მატჩი იყო. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ჩვენი დავალება იყო, რომ “ჩიხურასთვის” კონტრშეტევებისთვის არ მიგვეცა შესაძლებლობა და ეს პირველ ტაიმში მოვახერხეთ. მაგრამ, მეორე ტაიმში მეტოქეს კონტრშეტევების მეტი შანსი მივეცით. როგორც ვამბობდი, “ჩიხურა” ძლიერი გუნდი იყო და ასეთი თამაში ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა. საბოლოოდ, ის შედეგი მივიღეთ, რომელსაც ველოდით.

შანსი თანაბარია. სახლში ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ. დღევანდელ თამაშში გარკვეულწილად მეტოქეს დავაკვირდით და მისი სუსტი წერტილები
დაგვენახა. ახლა კი, ვეცდებით, რომ საშინაო შეხვედრაში ეს ყველაფერი საჩვენოდ გამოვიყენოთ და მოვიგოთ. ჩემს კომპეტენციაში არ შედის ცალკეული ფეხბურთელების შეფასება და ამიტომ, ვერ გამოვარჩევ რომელიმე ფეხბურთელს.

“მარიბორი” ასეთი გუნდია. ცოცხალი ორგანიზმია, ფუნქციონირებს. ზოგჯერ წარმატებას აღწევს, ზოგჯერ - ვერ, მაგრამ ყოველთვის წარმატებები არ აქვს გუნდს და ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, რა თქმა უნდა, გეთანხმებით და ჩემს გუნდს დღეს კარგად არ უთამაშია.

alt"ჩიხურა" - "მარიბორი" 0:0 - განმეორდება "ბეითარის" სცენარი?

მკითხველის კომენტარები / 1 /
დაკვირვება კარგია, მაგრამ ცოტა თამაშითაც რო გეთამაშათ ურიგო არ იქნებოდა...
დავითი
20:05 27-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული