"მარიბორის" ფანების გამოხმაურება "ჩიხურასთან" მატჩის შემდეგ: სიცხე, ვაზიანის წვრთნები და ძალიან ცუდი თამაში

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურასა" და "მარიბორის" შეხვედრას სლოვენიური გუნდის სოციალური ქსელის გვერდზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"მარიბორის" ქომაგები ხაზს, ძირითადად, მაღალ ტემპერატურას უსვამენ, ერთ-ერთმა მათგანმა კი ვაზიანში გავლილი საწვრთნელი პროცესიც კი გაიხსენა.

Sportall.Ge

"35 გრადუს სიცხეში თამაში საშინელებაა. ყოჩაღ, ბიჭებო. თქვენ იბრძოლეთ გაუსაძლის სიცხეში. სახლში ვაჩვენებთ, თუ ვინ არის ნამდვილი ბატონი", - წერს კრისტიან კვასი.

Sportall.Ge

"რეალისტები ვიყოთ. ძალიან ცუდი თამაში. არანაირი კავშირი ერთმანეთთან. არანაირი კონტროლი... არანაირი იდეა... არანაირი ენერგია...

გასულ წელს, ამავე დროს, ვაზიანში ვიყავით, რომელიც თბილისთან 20 კმ-ში მდებარეობს და ჯარში მოსამზადებელ კურსებს
გავდიოდით.

14 დღე უნიფორმა და ტყვიაგაუმტარი ჟილეტები გვეცვა. ჩვენი აღჭურვილობა 20 კგ-ზე მეტი იყო. მთელი დღისა და ღამის განმავლობაში პოლიგონზე საწვრთნელი პროცესი მიდიოდა. ასე რომ, სიცხე საბაბი არ არის...", - წერს ბოსტიან პინტარიჩი.

მის კომენტარს დამიან ზნიდარიჩი ეხმაურება, რომელიც წერს:

"მართალია, ქართველები გამარჯვების ძლიერი სურვილით არიან შეპყრობილნი".

Sportall.Ge

საშინელებაა. ბოლო 20 წუთის განმავლობაში ვიდექით და ვუყურებდით იმას, თუ რას აკეთებდა მეტოქე.

შესაძლოა, ეს სიცხის ბრალი იყო, მაგრამ ამაზე საუბარი არ გვინდა. ვნახოთ, რა მოხდება ჩვენს სტადიონზე", - წერს იან ზუპანი.

Sportall.Ge

"შედეგი კარგია და შემდეგ ეტაპზე თამაშის კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ ჩვენი ფეხბურთელები არაპროფესიონალები იყვნენ და არ იცოდნენ, როგორ შეეტიათ და გაეტანათ გოლი. იმედი მაქვს, მარიბორში სხვა თამაშს ვიხილავთ", - წერს ივან ივანეკი.

"მარიბორისა" და "ჩიხურას" განმეორებითი შეხვედრა 2 აგვისტოს გაიმართება.

alt"ჩიხურა" - "მარიბორი" 0:0 - განმეორდება "ბეითარის" სცენარი? [VIDEO]

alt"მარიბორის" თავკაცი: დღევანდელ თამაშში გარკვეულწილად მეტოქეს დავაკვირდით

altსოსო ფრუიძე: ჩვენი დევიზია - ყველაფერი შესაძლებელია!

მკითხველის კომენტარები / 3 /
კვასი)))
დომენტი
11:55 27-07-2018
0

სიახლეები პოპულარული