დავით ბობოხიძის გაწვრთნილმა თსუ-ელებმა მეოთხედფინალური დაპირისპირება ნორვეგიის ეკონომიკური უნივერსიტეტის გუნდს 5:2 მოუგეს.
მატჩის საწყისი 15 წუთი უგოლოდ გაილია, ხოლო მე-16 წუთზე, 9 წამის ინტერვალში თბილისელებმა 2-ჯერ დალაშქრეს ნორვეგიელთა კარი. გოლების გატანა ზურაბ ლუკავამ და ნოდარ ქურცაძემ შეძლეს. ერთ წუთში სკანდინავიელთა კარის ბადე შალვა კაპანაძემაც შეარხია და თსუ-მ მოგებაზე სოლიდური განაცხადი გააკეთა - 3:0.
შესვენებამდე ნორვეგიელებმა 1 გოლი გაქვითეს, თუმცა მეორე ნახევარში ყველაფერი ქართველების სასიკეთოდ გადაწყდა. უგოლოდ გალეული
თსუ-ს ნახევარფინალში პორტუგალიური - მინიოს უნივერსიტეტის გუნდი შეხვდება, რომელმაც დაძაბულ მეოთხედფინალურ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა ბელგრადის უნივერსიტეტი. მეორე ნახევარფინალური წყვილი ესპანეთის მალაგისა და პორტუგალიური კოიმბრას უნივერსიტეტთა გუნდებმა შეადგინეს.
თსუ-სა და მინიოს ნახევარფინალური მატჩი 27 ივლისს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა შეგეძლებათ ევროპის სტუდენტური თამაშების Youtube-ს არხზე.
თსუ-მ ფრანგებს სძლია და მეოთხედფინალში ნორვეგიელებს შეხვდება