"მარიბორის" მწვრთნელი დარკო მილანიჩი: "ჩიხურა" უნდა დავამარცხოთ

AutoSharing Option
"მარიბორი" "ჩიხურასთან" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩისთვის ემზადება. თბილისში ფრედ დასრულებული (0:0) შეხვედრის შემდეგ ეს გუნდი ქვეყნის ჩემპიონატის მეორე ტურში საკუთარ მოედანზე "მურას" დაუზავდა და ისევ ვერ მოახერხა გოლის გატანა (0:0). თამაშს "ლიუდსკის" 12 994-იან სტადიონზე (ფოტოზე) 5 800 მაყურებელი დაესწრო.

"ჩიხურასთან" შეხვედრის წინ კომენტარი გუნდის მწვრთნელმა დარკო მილანიჩმა გააკეთა:"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. ბიჭები მზად არიან. მწყობრში ჩადგა ნახევარმცველი დერვიშევიჩი. ყურადღებით უნდა ვითამაშოთ.

უნდა გავიმარჯვოთ. გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. "ჩიხურას" ჩვენს წინა მეტოქესთან, ალბანეთის "პარტიზანთან" შედარებაც არ შეიძლება.
ქართველები გაცილებით სწრაფები და სახიფათონი არიან. ამიტომ მომენტების შექმნის საშუალება არ უნდა მივცეთ. აქ თბილისისგან სრულიად განსხვავებული თამაში იქნება".

alt"მარიბორის" ფანების გამოხმაურება "ჩიხურასთან" მატჩის შემდეგ: სიცხე, ვაზიანის წვრთნები და ძალიან ცუდი თამაში

alt"მარიბორის" თავკაცი: დღევანდელ თამაშში გარკვეულწილად მეტოქეს დავაკვირდით

alt"ჩიხურა" - "მარიბორი" 0:0 - განმეორდება "ბეითარის" სცენარი? [VIDEO

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული