"ტორპედო" ევროპა ლიგის მესამე რაუნდში დიდი ალბათობით გავა და ძარიას "კუკეშს" შეხვდება

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედომ" 3:0 სძლია ფარერების "ვიკინგურს" და თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავა, სადაც მისი მეტოქე ალბანეთის "კუკეში" იქნება. მატჩები 9 და 16 აგვისტოს ჩატარდება.

"კუკეში" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან "ყარაბაღმა" გამოთიშა (0:0, 3:0) და ახლა ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.

"კუკეშის" ღირსებას ქართველი ნახევარმცველი ირაკლი ძარია იცავს, რომელიც გუნდის წამყვანი ფეხბურთელია და "ლა ვალეტას" ორი მატჩის ჯამში მისი გოლით სძლიეს (0:0, 1:1).

შეიძლება ითქვას, რომ "ტორპედოს" გაუმართლა, რადგან ევროტურნირების
მესამე ეტაპზე ამაზე უფრო სასურველ მეტოქეს ვერც ინატრებდნენ.

altირაკლი ძარიამ "კუკეში" ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა

altსამტრედია-კუკეში 4:0 - შეკრება ალბანელების განადგურებით დაიწყეს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ ხალხმა ჭკუა ვერ ისწავლა. კიდე იმას იძახიან კუკეშას მერე ვინ იქნებაო. გეგონება სუპერ ფეხბურთს ვთამაშობდეთ. ტორპედოს ფანებს კი არა მთელ საქართველოს ძალად ქომაგებზე მაქვს აქცენტი. ვიღაცა სოფლის გუნდს 3:0 ძლივს მოვუგეთ, კიდევ კარგი ვერ გაგვიტანეს. ხომ ქონდათ მომენტები?? გინდა მოლდავეთის შერიფი აიღე. შერიფთან რომ წააგებ ამის მერე "კუკუშა"სთან რას ბლატაობ.
ჰაჰა
14:48 02-08-2018
1
შემდეგ ფლიოფია
ასევე
08:04 02-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული