ვიკინგური VS ტორპედო - შეთამაშებისთვის და სარეიტინგო ქულებისთვის

AutoSharing Option
დღეს, 2 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ქუთაისის "ტორპედო" სტუმრად გოტას "ვიკინგურს" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა ქუთაისში "ტორპედოს" სასარგებლოდ, 3:0 დასრულდა.

საპასუხო შეხვედრა ფარერების კუნძულებზე სოფელ ტოფტირში გაიმართება სვანგასკაროს სტადიონზე, რომელიც 8000 ადამიანს იტევს.

მატჩის ტრანსლაცია ინტერნეტში იქნება. Sportall.ge შემოგთავაზებთ სტრიმს ან საყურებელ ბმულს, სადაც შეძლებთ შეხვედრის მიმდინარეობის ნახვას.

შეთამაშებისთვის, სარეიტინგო ქულებისა და მეტი მოტივაციისთვის...
ქუთაისელებს თითქმის განაღდებული აქვთ შემდეგ ეტაპზე გასვლა. 3:0 გამარჯვება სოლიდურია და საქმეს, რა თქმა უნდა, ბოლომდე მიყვანა უნდა.

alt "ტორპედომ" ვიკინგები

დაამარცხა და ფარერებზე განდევნა [VIDEO]

ამ შეხვედრაში "ტორპედოს" თენგიზ წიქარიძე და ლევან კუტალია დააკლდება. ამ უკანასკნელმა პირველ შეხვედრაში თავი შეუძლოდ იგრძნო და სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ ზედმეტად აღარ დაეტვირთათ. სავიზო პრობლემების გამო ვერ იქნება დაფე და გლეოფილო ჰასეილბანკი.




alt"ტორპედოს" ფეხბურთელი "ვიკინგურთან" მატჩის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

დანაკლისიდან გამომდინარე, ალბათ, დღევანდელ შეხვედრაში პირველივე წუთებიდან ვიხილავთ, მილოშ ლაჩნისა და თორნიკე კაპანაძის დუეტს. ეს ორივე ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ შეხვედრამდე სასურველ ფორმაში შევიდნენ. ამავდროულად, გუნდი უფრო შეთამაშდება, რადგან წინ გაცილებით ძლიერი მეტოქე ელით.

"ტორპედოს" გამარჯვება ქართული ფეხბურთისთვის აუცილებელია. ისინი გამარჯვების შემთხვევაში 0.250 სარეიტინგო ქულას მოიპოვებენ. ჯერჯერობით რეიტინგში მინუსში ვართ, როგორ იცით, ქულები ხუთი წლის მაჩვენებლით ჯამდება. 2013/14 წლების სეზონში ჩვენ 1.875 ქულა გვაქვს მოპოვებული, ამ წლის მაჩვენებელს წლევანდელი სეზონის მაჩვენებელი ჩაანაცვლებს - ამ ეტაპზე ჩვენ 1.125 ქულა გვაქვს. ჩვენ მინიმუმ 0.750 ქულა გვჭირდება, რომ რეიტინგი შევინარჩუნოთ.

კახა ჩხეტიანი: "გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი, ვინც ფარერებზე წამოვიდა, მზადაა ხვალინდელი მატჩისთვის. არაერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ - 3:0 არ არის ის ანგარიში, რომელიც წყნარად ყოფნის საშუალებას და უფლებას მოგვცემს. ამიტომ ამ მატჩისთვის მთელი კვირა სერიოზულად ვემზადებოდით და ვეცდებით, ხვალაც გავიმარჯვოთ, რადგან ეს გამარჯვება, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას სჭირდება.

სამწუხაროდ, ტრავმების გამო ლევან კუტალია და თენგიზ წიქარიძე ვერ წამოვიდნენ, ორ ლეგიონერ, არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერს კი ვიზის პრობლემები შეექმნათ და ისინიც ქუთაისში დარჩნენ.

მიუხედავად დანაკლისისა, ხვალ კარგი თამაში გვმართებს. ფეხბურთელებმა იციან, რომ არცერთი წამით არ უნდა მოდუნდნენ. ვეცდებით, ქართველ ხალხს ხვალ სიხარული ვაჩუქოთ!"

ფარერელი ვიკინგების ფეხბურთი
წინა შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ "ვიკინგური" უფრო მეტად სამოყვარულო გუნდია, ვიდრე პროფესიონალური. შედეგის მისაღწევად ფორსირებული დაცვა შეკრეს. შემდეგ რომ არ გაამართლა, მერე დაიწყეს შეტევებზე ფიქრი.

რამდენიმე საინტერესო შეტევაც შექმნეს და მეტად რომ გამართლებოდათ, საქართველოდან გოლით წავიდოდნენ. მიუხედავად ამისა, ვერც ეს მოახერხეს, განაწყენებულები პრესკონფერენციაზეც არ გამოჩენილან და რასაც ქუთაისიდან მოგონებად შემოინახავენ - ეს ქალაქია, რომლის ქუჩებსაც ინტერესით მიუყვებოდნენ.

კუკეში
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულმა "ყარაბაღმა" ალბანური "კუკეში" დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა (0:0, 3:0). 

შესაბამისად, "კუკეში" ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე გადმოინაცვლებს და დღევანდელ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. თუ რა გუნდია "კუკეში" და რა შესაძლებლობები გააჩნია, ინფორმაციას დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შემოგთავაზებთ.

რაც მთავარია, "კუკეშის" ალბანელმა მცველმა ალბი ალამ წითელი ბარათი მიიღო. ამავდროულად, ორი ფეხბურთელი ყვითელი ბარათებითაც ჰყავთ დატვირთული.

მოლოდინი
სასურველია, ამ შეხვედრაში ქუთაისელებისგან მეტი დამუშავებული კომბინაცია ვნახოთ და ფეხბურთელებს შორის უფრო მეტი სათამაშო ურთიერთგაგება გაჩნდეს. სასურველია ლეგიონერები და ახალწვეული ქართველები ბოლომდე გრძნობდნენ, რომ ისინი "ტორპედოს" ლოგოიან მაისურს ატარებენ და მათ აქვთ შანსი ერთიანად მიაღწიონ წარმატებას.

მსაჯები
შეხვედრას უელსელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი - საიმონ ევანსი, დამხმარე მსაჯები - ლევის ედუარდსი და ჯონათან ბრაიანტი, მეოთხე მსაჯი - ჰოუ ჯონსი.

 

altმარიბორი VS ჩიხურა - თქვენ შეგიძლიათ! შემდეგ ეტაპამდე ერთი ნაბიჯია!

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვის რაში სჭირდება სარეიტინგო ქულები? ვიკინგურს თუ მოუგე არ მოგანიჭონ 300 სარეიტინგო ქულა, გქონდეტ ქულები და საკველიფიკაციოს ვერ გასცდებით
0
ვიკინგები კი არა რაგნარ ლოდბროკი რომ წამოაყენონ და ათამაშონ, მაინც უნდა მოვიგოთ! წინ, ტორპედო!
ქუთაისელი
17:39 02-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული