პირველი ტაიმი "მარიბორსა" და "ჩიხურას" შორის 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩის პირველი ტაიმი "მარიბორსა" და "ჩიხურას" შორის 0:0 დასრულდა.

"მარიბორის" 13 000-იანი სტადიონი 2/3-ით შეივსო, გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს თავის გუნდს. "ჩიხურამ" მეტოქეს შტურმის საშუალება არ მისცა, თუმცა რამდენიმე მომენტი კი შეიქმნა: მე-10 წუთზე ზაჰოვიჩი დაუსხლტა მარჯვენა ფლანგზე მეურვეს, ცენტრში ბურთი ტავარესს უპასა, რომელიც ცენტრალურ მცველებს გაექცა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. 27-ე და 30-ე წუთებზე კი საჩხერელთა მეკარე ჰამზიჩმა გადაარჩინა თავისი გუნდი.

ამის შემდეგ სოსო ფრუიძის შეგირდებმა თამაშის
გათანაბრება და მოწინააღმდეგის ნახევრზე აწევა მოახერხეს, შეუტიეს კიდეც. უშედეგოდ.

მარიბორი. "ლიუდსკი"
მარიბორი - ჩიხურა 0:0

მარიბორი: ჰანდანოვიჩი, პიჰლერი, სულერი, ივკოვიჩი, ვილერი, ვრჰოვეცი, დერვიშევიჩი, ბაიდე, ჰოტიჩი, ტავარესი, ზაჰოვიჩი

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მირცხულავა, მაისაშვილი, ჩიკვაიძე, კაკუბავა, სარდალიშვილი, ბუღრიძე, მარკოზაშვილი, კახაბრიშვილი, გაბედავა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტაიმი რომ მორჩა,შემდეგღა ჩაირთო ჩვენება.იქნებ აღარ გაჭედოს.
სოსო
23:08 02-08-2018
0

სიახლეები პოპულარული