"ჩიხურამ" "მარიბორი" ვერ გატეხა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში "ჩიხურა" 0:2 დამარცხდა "მარიბორთან" და გათამაშებას გამოეთიშა.

"მარიბორის" 13 000-იანი სტადიონი 2/3-ით შეივსო, გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს თავის გუნდს. "ჩიხურამ" მეტოქეს შტურმის საშუალება არ მისცა, თუმცა მის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი კი შეიქმნა: მე-10 წუთზე ზაჰოვიჩი დაუსხლტა მარჯვენა ფლანგზე მეურვეს, ცენტრში ბურთი ტავარესს უპასა, რომელიც ცენტრალურ მცველებს გაექცა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. 27-ე და 30-ე წუთებზე კი საჩხერელთა მეკარე ჰამზიჩმა გადაარჩინა თავისი გუნდი.

ამის შემდეგ სოსო ფრუიძის
შეგირდებმა თამაშის გათანაბრება და მოწინააღმდეგის ნახევრზე აწევა მოახერხეს, შეუტიეს კიდეც. უშედეგოდ და შესვენებაზე გუნდები 0:0-ზე გავიდნენ.

მეორე ტაიმი სლოვენიელებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ "ჩიხურა" თავს ორგანიზებულად იცავდა და თან მოწოდების სიმაღლეზე იდგა ჰამზიჩი, რომელმაც სულერის თავური მოიგერია. თუმცა, "მარიბორმა" მაინც მოახერხა გოლის გატანა - ზაჰოვიჩი ცენტრალურ მცველებს გაექცა, ჩვენს გოლკიპერთან ერთი ერთზე გავიდა და 1:0.

საჩხერელებმა უმალ შეუტიეს და სარდალიშვილმა კარის აღების ორი კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. დამატებულ წუთებში მეტოქემ კონტრშეტევაზე დაგვიჭირა და ტავარესმა მეორე გოლიც გაგვიტანა, თამაშიც დასრულდა.

მარიბორი. "ლიუდსკი"
მარიბორი - ჩიხურა 0:0
გოლები: 1:0 ზაჰოვიჩი (70), 2:0 ტავარესი (90+6)

მარიბორი: ჰანდანოვიჩი, პიჰლერი, სულერი, ივკოვიჩი, ვილერი, ვრჰოვეცი, დერვიშევიჩი, ბაიდე (მესანოვიჩი 74), ჰოტიჩი (ვრსიჩი 88), ტავარესი, ზაჰოვიჩი (გრეტუ 86)

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მირცხულავა, მაისაშვილი, ჩიკვაიძე (ჩიხლაძე 81), კაკუბავა (ბუხაიძე 86), სარდალიშვილი, ბუღრიძე, მარკოზაშვილი, კახაბრიშვილი (მეგრელიშვილი 67), გაბედავა

alt"მარიბორის" ფანებს თამაშის ხარისხი არ მოეწონათ და მესანოვიჩის ბრწყინვალე ფინტით აღფრთოვანდნენ

altქუთაისის "ტორპედომ" "ვიკინგური" ფარერების კუნძულებზეც გაანადგურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
მადლობა ბიჭებს! თქვენ საკუთარ თავებს გადაახტით, იბრძოლეთ, იომეთ, თუმცა კლასში დიდია სხვაობა და ამჯერად არ გაჭრა. ფრუიძე ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში და ფიფია თუ დაუძახებ გუნდში კარგს იზამ. ეს გუნდი ნამდვილად იმსახურებს მეტ ყურადღებას. დღემდე ვერ ვხვდები ივანიშვილი რატომ არ აფინანსებს..
კიდევ ერთხელ მადლობა და წარმატებები!
Georgian
03 აგვისტო 2018 01:45
3
34 წლისაა ის მარიბორის ბრაზილიელი ლეგიონერი და 90 წუთი ჩაატარა უმაღლეს დონეზე, მთელი თამაში სხიფათოდ უტევდა, საგოლე გადაცემა შეასრულა და გოლიც გაიტანა. სტატისტიკაც რომ ვნახე მთელი კარიერა მარიბორში აქვს გატარებული და ყველა სეზონში ნორმალურად გააქვს გოლები და ერთ-ერთი ლიდერი გუნდის. იქ თუ ნახულობენ ასეთ ლეგიონერებს ჩვენს კლუბებს რა ჯანდაბა ჭირთ ამის დედაც...
Ziqenbud
03 აგვისტო 2018 01:41
0
რა სჭირთ და ვაჭრუკანობა ! ფიფიას რომ დინამოს გაძლიერება უნდოდეს, მარტინიკის კუნძულიდან არ მოიყვანდა ფორვარდს. როდესაც ინტერესი არა აქვს, ვერ აიძულებ. მთავარი სურვილია და მშვენიერ გუნდს შექმნის, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ
: )))))))
03 აგვისტო 2018 14:05
0
ბრავო ბიჭებო , თქვენ ძალიან ბევრი შეძელით და მომავალში მეტს ველით კიდევ
Georgia
03 აგვისტო 2018 00:48
7
სულით და გულით ვქომაგობდი ჩიხურას.ძალიან მინდოდა შემდეგ ეტაპზე გასულიყო.მაგრამ კარში ზუსტად თუ არ დაარტყი,ბურთი თავისით არ გაეხვევა ბადეში.ვინ იყო ის 77 ნომერი,რამდენი ასპროცენტიანი გოლები ვერ შეაგდო,ასე არ შეიძლება,ასეთი ფეხბურთელები გუნდიდან უნდა მოკვეთო,გაგეთ ბატონო სოსო,ასეთები შანსის მიცემასაც არ იმსახურებენ,გასკდა პირდაპირ გული,ამაღამ,როგორ დავიძინებ არ ვიცი,არა მარტო მე,არამედ ნახევარ საქართველოს გაუხეთქა იმ კაცმა გულები.სირცხვილია, დიდი სირცხვილი ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოლა.
ROMA
03 აგვისტო 2018 00:47
6
77 ნომერი იყო სარდალიშვილი, რომელმაც შექმნა მომენტები, რაც ფეხბურთელისათვის დიდი პლიუსია. რაც შეეხება მომენტების ვერგამოყენებას, ეს შემთხვევაა და ყოველთვის ასე არ იქნება, მთავარია მწვრთნელმა (რომელიც მართლა მწვრთნელია და არა ვითომ მწვრთნელი) და გუნდმა გააგრძელოს ერთობლივი მუშაობა.
გულშემატკივარი
03 აგვისტო 2018 01:35
5
ეს ის შემთხვევაა როდესაც, შეგიძლიათ თავაწეულები ჩამოხვიდეთ!
არა
03 აგვისტო 2018 00:36
4
ჩიხურამ როგორი ბრძოლისუნარიანობაც გამოამჟღავნა, იმის ნახევარი რომ იყოს ნებისმიერი ქართული კლუბი რაღა უჭირს.. წარმატებისთვის საჭიროა 1 მწვრთნელი რამდენიმე წლის განმავლობაში და ბირთვის შენარჩუნება!!! ფიფიას გასაგონად ეს!!
ზურა
03 აგვისტო 2018 00:33
4
გულდასაწყვეტია, თუმცა ჩიხურამ თავი არ შეირცხვინა და ესეც წარმატებაა.
გულშემატკივარი
03 აგვისტო 2018 00:29
2
ათას ცოცხალსა ზოგჯერა,ბევრად სჯობს ერთი მკვდარია.თქვენი საყვედურები გუნდის ხელმძღვანელებისაკენ მიმართეთ,ბიჭები კი თავს ვეღარ გადაახტნენ,თუმცა ბოლომდე დაიხარჯებოდნენ.დაიხარჯებოდნენო იმიტომ ვამბობ,რომ არ აჩვენებდა,საერთო ჯამში სულ 3 წუთამდე ვუყურე და შესვენებაზე ჩაირთო ჩვენება.მაგრამ ვიცი ჩიხურას ხასიათი და გულშემატკივარიც ადასტურებს ბოლომდე ბრძოლას.როცა ადამიანი თუ გუნდი იმაზე მეტს აკეთებს,ვიდრე შეუძლია,ეს ყოველთვის უნდა დაუფასო.ისე ნახევრად შავი,მაგრამ მწარე იუმორით გეტყვით,საქართველოს მთავრობა გმირის წოდებას,მხოლოდ დაღუპულ მებრძოლებს ანიჭებს,გადარჩენა დანაშაულია,ხოლო ფეხბურთში დამარცხებული,თუნდაც თავისზე გაცილებით ძლიერთან ღირსეულ ბრძოლაში,დამნაშავეა?ანუ თუ ფინალში არ გავიდნენ და იქაც არ გაიმარჯვეს,საქები სიტყვა არ უნდა წამოგვცდეს?ვისაც რისი აწევა შეუძლია,იმდენი უნდა მოვთხოვოთ,თორემ ვირს თუ აქლემის საპალნეს ავკიდებთ,დაგვივარდება.ჩიხურამ კი რეალურად იმაზე მეტი გააკეთა,ვიდრე შეეძლო და ეს უნდა დ ა ვ უ ფ ა ს ო თ!
სოსო
03 აგვისტო 2018 12:09
0
შეირცხვინა რას ნიშნავს, გუნდი გავარდა და მეტი შერცხვენა რა გინდა? სავალდებულო ხომ არ იყო -------------------------
kako
03 აგვისტო 2018 09:12
7
ყველა გამოხმაურება
ჩიხურა სხვა გუნდებთან შედარებით ღირსეულად გამოიყურებოდა. უბრალოდ როდესაც შინ გოლს ვერ გაიტან და გასვლითი თამაშის იმედად ხარ, ძნელია ბარიერის დაძლევა. წარმატებები ჩიხურას !
გგგ
03 აგვისტო 2018 00:27
3
მადლობა ბიჭებო ბრძოლისთვის :)
ვაი
03 აგვისტო 2018 00:16
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული