"მარიბორის" 13 000-იანი სტადიონი 2/3-ით შეივსო, გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს თავის გუნდს. "ჩიხურამ" მეტოქეს შტურმის საშუალება არ მისცა, თუმცა მის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი კი შეიქმნა: მე-10 წუთზე ზაჰოვიჩი დაუსხლტა მარჯვენა ფლანგზე მეურვეს, ცენტრში ბურთი ტავარესს უპასა, რომელიც ცენტრალურ მცველებს გაექცა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. 27-ე და 30-ე წუთებზე კი საჩხერელთა მეკარე ჰამზიჩმა გადაარჩინა თავისი გუნდი.
ამის შემდეგ სოსო ფრუიძის შეგირდებმა თამაშის გათანაბრება და მოწინააღმდეგის ნახევრზე აწევა მოახერხეს, შეუტიეს კიდეც. უშედეგოდ და შესვენებაზე გუნდები 0:0-ზე გავიდნენ.
მეორე ტაიმი სლოვენიელებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ "ჩიხურა" თავს ორგანიზებულად იცავდა და თან მოწოდების სიმაღლეზე იდგა ჰამზიჩი, რომელმაც სულერის თავური მოიგერია. თუმცა, "მარიბორმა" მაინც მოახერხა გოლის გატანა - ზაჰოვიჩი ცენტრალურ მცველებს გაექცა, ჩვენს გოლკიპერთან ერთი ერთზე გავიდა და 1:0.
საჩხერელებმა უმალ შეუტიეს და სარდალიშვილმა კარის აღების ორი კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. დამატებულ წუთებში მეტოქემ კონტრშეტევაზე დაგვიჭირა და ტავარესმა მეორე გოლიც გაგვიტანა, თამაშიც დასრულდა.
მარიბორი. "ლიუდსკი"
მარიბორი - ჩიხურა 0:0
გოლები: 1:0 ზაჰოვიჩი (70), 2:0 ტავარესი (90+6)
მარიბორი: ჰანდანოვიჩი, პიჰლერი, სულერი, ივკოვიჩი, ვილერი, ვრჰოვეცი, დერვიშევიჩი, ბაიდე (მესანოვიჩი 74), ჰოტიჩი (ვრსიჩი 88), ტავარესი, ზაჰოვიჩი (გრეტუ 86)
ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მირცხულავა, მაისაშვილი, ჩიკვაიძე (ჩიხლაძე 81), კაკუბავა (ბუხაიძე 86), სარდალიშვილი, ბუღრიძე, მარკოზაშვილი, კახაბრიშვილი (მეგრელიშვილი 67), გაბედავა
"მარიბორის" ფანებს თამაშის ხარისხი არ მოეწონათ და მესანოვიჩის ბრწყინვალე ფინტით აღფრთოვანდნენ
ქუთაისის "ტორპედომ" "ვიკინგური" ფარერების კუნძულებზეც გაანადგურა [VIDEO]