სფფ ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების აფხაზეთში ჩასვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

"საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, სხვადასხვა მედია საშუალების მიერ დღეს, 4 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დაუყონებლივ აცნობა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს და მოითხოვა მისგან შესაბამისი რეაგირება.

კერძოდ, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს ნიგერიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები, ჩვენ ისევე როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, დროული რეაგირებისთვის აღნიშნული ინფორმაცია და ჩვენი პოზიცია სრულად მივაწოდეთ მსოფლიო ფეხბურთის
მმართველ ორგანოს - ფიფას. აგრეთვე შესაბამისი რეაგირებისთვის ინფორმაცია და მოთხოვნა გადაიგზავნა ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციაშიც.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, ნებისმიერი მსგავსი ტიპის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა არ დაუშვას ქართული სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული სპორტული ქმედებები“, - ნათქვამია სფფ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ აფხაზური საინფორმაციო სააგენტო Апсадгьыл-инфо იუწყება, რომ 8 აგვისტოს, სოხუმის „დინამოს“ სტადიონზე აფხაზეთის ე.წ. ახალგაზრდულ ნაკრებსა და ნიგერიის ახალგაზრდულ ნაკრებს შორის ამხანაგური თამაში გაიმართება. მათივე ინფორმაციით, ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრები სოხუმში, 6 აგვისტოს უნდა ჩავიდეს.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიჭო ე თქვენ მართლა ბაძუკა არ აიკრათ ე
Givi
18:35 04-08-2018
0

სიახლეები პოპულარული