sport-express.ru: ქართველი სუპერტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა მოსკოვის "ლოკომოტივს" სურს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსული "სპორტ-ექსპრესი" იუწყება, რომ დღეს მოსკოვის "ლოკომოტივის" სატრანსფერო კომიტეტის სხდომაზე მწვრთნელის, იური სიომინის მიერ დაყენებულ და განხილულ იქნა ჭაბუკი ქართველი თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის საკითხი.

აი, რას წერს აღნიშნული გამოცემა:"საუბარია "რუსთავის" 17 წლის ქართველ სუპერტალანტზე, რომელსაც ფლანგებსა და ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში. ის თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და ამა წლის მარტში გადავიდა "რუსთავში".

პორტალი transfermarkt.com-ი ხვიჩას 350 ათას ევროდ აფასებს, მას ძალიან დადებითი გამოხმაურება აქვს და საქართველოში სუპერტალანტად ითვლება".

ეს მასალა საიტის პირველ გვერდზეა გატანილი და თან ვიდეოებიც აქვს დართული.

საერთოდ,
სიომინი მეტად კარგადაა განწყობილი ქართველი ფეხბურთელების მიმართ და ადრე განაცხადა:"ჩვენთან ქართველები ყოველთვის კარგად თამაშობდნენ. როგორც კი ჩვენთან ქართველი გადმოდის, "ლოკომოტივი" რაღაცას იგებს. ამიტომ მოვიწვიეთ კვირკველია".

altკვირკველია გულშემატკივრებმა "ლოკომოტივის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და ფოლადის ძელი გადასცეს

altსაბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურის სიმბოლურში მოხვდა

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
თუ ეს უეჭველია დღესვე უნდა წავიდეს..ძალიან მაგარი გუნდია და მაგარი პირობებიც..წარმატებები სულ.. აქ განაწყენებული და ბოღმიანი არსებები წერენ მხოლოდ უაზრობებს
გიორგი
02:58 08-08-2018
1
ეს გოგიჩას ბიჭია. საამაყო მამის შვილი!!!
მირზა ტელეტაძე
14:46 07-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული