ცოტა ხნის წინ ალბანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია რომ სტამბულში საქართველოს საკონსულომ მათ ოთხ ფეხბურთელს ვიზა არ მისცა.
ესენია: რეჯინალდო მოზამბიკიდან, ფატჯონ მალოკუ კოსოვოდან, ვალონ ეტემი და ედის მალიქი მაკედონიიდან.
როგორც კლუბის გვერდი იუწყება, მათ უეფას დელეგატმა, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართულმა კლუბმა დახმარება აღუთქვეს, თუმცა დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე აცნობეს, რომ ეს შეუძლებელია. "კუკეში" კი თბილისში 23:00 საათზე მოფრინავს.
ირაკლი ძარიას "კუკეში" - რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? [VIDEO]
ირაკლი ძარია "ტორპედოსთან" მატჩის წინ: ყველაფერი, ალბათ, მეორე მატჩში გადაწყდება