"კუკეშის" 4 ფეხბურთელს ვიზა არ მისცეს, ალბანელები "ტორპედოს" ადანაშაულებენ

AutoSharing Option
9 აგვისტოს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედო" ალბანურ "კუკეშს" უნდა დაუპირისპირდეს.

ცოტა ხნის წინ ალბანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია რომ სტამბულში საქართველოს საკონსულომ მათ ოთხ ფეხბურთელს ვიზა არ მისცა.  

ესენია: რეჯინალდო მოზამბიკიდან, ფატჯონ მალოკუ კოსოვოდან, ვალონ ეტემი და ედის მალიქი მაკედონიიდან.

როგორც კლუბის გვერდი იუწყება, მათ უეფას დელეგატმა, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართულმა კლუბმა დახმარება აღუთქვეს, თუმცა დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე აცნობეს, რომ ეს შეუძლებელია. "კუკეში" კი თბილისში 23:00 საათზე მოფრინავს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი პასუხისმგებლობას ორგანიზატორ კლუბს ანიჭებენ და აღნიშნავენ, რომ ამით ფეარ-პლეის პრინციპები ირღვევა.

altირაკლი ძარიას "კუკეში" - რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? [VIDEO]

altირაკლი ძარია "ტორპედოსთან" მატჩის წინ: ყველაფერი, ალბათ, მეორე მატჩში გადაწყდება





მკითხველის კომენტარები / 12 /
რა გაახურეთ საქმე, გამოხტით აქ ჭეშმარიტების დამცველები, სხვა უკანონობა არ გინახავთ ალბანელთმოყვარულებოო? და თანაც არაფერი უკანონო არ მომხდარა, უკანონობის ჩადენას ვერავინ გაბედავს საკუთარი ინიციატივით საელჩო-საკონსულოებში, იყო მიზეზები და გაეცანით, მერე ჯღაბნეთ თქვენი "სამართლინი" უსტარები!!!
gela gloveli
08 აგვისტო 2018 09:58
0
კოსოვოს ხელბურთელებს თუ შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა და თამაში ფეხბურთელმა რა დააშავა? ცუდად მოგვიბრუნდბა ეს ამბავი. ალბანეთში ჩასასვლელები ვართ. მერე მალტაში და აზერბაიჯანში არ ჰქონიათ პრობლემები და ჩვენ აღმოვაჩინეთ ამერიკა?
temo
08 აგვისტო 2018 09:41
1
ალბანელებს სჩვევიათ და ეს თამაშიც გაყიდონ რა)))))
Georgian
08 აგვისტო 2018 01:56
0
ტორპედო ჩასასვლელი არაა?
ებიჯო
08 აგვისტო 2018 00:32
0
მდააა....ან ისინი ახურებენ ...ან ჩვენები ვერ არიან თავაიანთ მოტორზე ....რა სანქციები სხვა ქვეყნებში როგორ დადიან აბა ...ან მაკედონიის ორი ფეხბურთელი ვის სანქციების ქვემოთ არიან ნეტავ ...მავრიტანიის თუ ქაჯეთის საინტერესოა ...?! ან რა სხვისი სანქციები მსოფლიოში ვინ დედამ შვილი დაწყევლა ყველა აქ ჩამოდის და თან ცხოვრობენ წლობით ...და ეგ ოთხი ფეხბურთელი რა პრობლემა გახადეს ...და მისცეს სალაპარაკო ამათაც და ბევრნი სხვებიც მოამბავენ კუდს ....და არ შეიდძლება ყველაფრის პოლიტიზირება ეგ ერთი და მეორე ჩვენთვის რომ ეგ გაეკეთებინათ მოგვეწონრბოდაა?!?! თუმცა ყველაფერი წინ გვაქვს ერთ კვირაში ...(((
auee
07 აგვისტო 2018 22:23
10
წადი რა, გაიარე შენ ტოლერანტობასტან და სამართლიანობასთან ერთად, თან ქართულიც რომ გესწავლაა??? ძალიანაც კარგი, არ იყო ალბათ საჭირო და არ მისცეს.................
gela gloveli
08 აგვისტო 2018 09:51
0
კოსოვოელი სავარაუდოდ იმის გამო, რომ საქართველო კოსოვოს არ აღიარებს, შესაბამისად არც მის პასპორტს. და ეს დანარჩენები რა ვიცი
გიორგი
08 აგვისტო 2018 06:28
0
ყველა გამოხმაურება
ისევ ბინძური პოლიტიკა ჩაერია, არადა კონკრეტულად ვისი ბრალია საინტერესოა, მოკლედ არაკაცების ბრბო მართავს მსოფლიო ფეხბურთს.
ხვიჩა
07 აგვისტო 2018 22:22
8
არაკაცების ბრბო კი მართავს, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიტიკა რა შუაშია ამიხსენი რაა, გთხოვ
ვასილიჩი
08 აგვისტო 2018 09:54
0
სისულელეა კოსოვოდან ფეხბურთელი ვერ მიიღებდა ვიზას, რადგან კოსოვოს საქართველო არ აღიარებს, აქედან გამომდინარე კოსოვურ პასპორტი საქართველოსთვის უკანონო დოკუმენტია. მოზამბიკა კი აშშ ს სანქციების სიაშია , რასაც საქართველოც უერთდება .
Japaridze Michael
07 აგვისტო 2018 21:40
0
მაკედონიელ ალბანელებზე რას იტყვი?
ავიცენა
07 აგვისტო 2018 22:11
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული