"კუკეშის" 4 ფეხბურთელს ვიზა არ მისცეს, ალბანელები "ტორპედოს" ადანაშაულებენ

AutoSharing Option
9 აგვისტოს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედო" ალბანურ "კუკეშს" უნდა დაუპირისპირდეს.

ცოტა ხნის წინ ალბანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია რომ სტამბულში საქართველოს საკონსულომ მათ ოთხ ფეხბურთელს ვიზა არ მისცა.  

ესენია: რეჯინალდო მოზამბიკიდან, ფატჯონ მალოკუ კოსოვოდან, ვალონ ეტემი და ედის მალიქი მაკედონიიდან.

როგორც კლუბის გვერდი იუწყება, მათ უეფას დელეგატმა, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართულმა კლუბმა დახმარება აღუთქვეს, თუმცა დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე აცნობეს, რომ ეს შეუძლებელია. "კუკეში" კი თბილისში 23:00 საათზე მოფრინავს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი პასუხისმგებლობას ორგანიზატორ კლუბს ანიჭებენ და აღნიშნავენ, რომ ამით ფეარ-პლეის პრინციპები ირღვევა.

altირაკლი ძარიას "კუკეში" - რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? [VIDEO]

altირაკლი ძარია "ტორპედოსთან" მატჩის წინ: ყველაფერი, ალბათ, მეორე მატჩში გადაწყდება





მკითხველის კომენტარები / 12 /
რა გაახურეთ საქმე, გამოხტით აქ ჭეშმარიტების დამცველები, სხვა უკანონობა არ გინახავთ ალბანელთმოყვარულებოო? და თანაც არაფერი უკანონო არ მომხდარა, უკანონობის ჩადენას ვერავინ გაბედავს საკუთარი ინიციატივით საელჩო-საკონსულოებში, იყო მიზეზები და გაეცანით, მერე ჯღაბნეთ თქვენი "სამართლინი" უსტარები!!!
gela gloveli
09:58 08-08-2018
0
კოსოვოს ხელბურთელებს თუ შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა და თამაში ფეხბურთელმა რა დააშავა? ცუდად მოგვიბრუნდბა ეს ამბავი. ალბანეთში ჩასასვლელები ვართ. მერე მალტაში და აზერბაიჯანში არ ჰქონიათ პრობლემები და ჩვენ აღმოვაჩინეთ ამერიკა?
temo
09:41 08-08-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული